+18 სიამოვნების გემო –  „თაფლის სამხილი“ – სალვა ან-ნუაიმი

სალვა ან-ნუაიმი თაფლის სამხილი +18 -გთხოვთ, ეს ბლოგი არ წაიკითხოთ თუ ფიქრობთ რომ უბიწო ხართ ანდა არ გძალუძთ ილაპარაკოთ/მოისმინოთ სექსზე.

„თაფლის სამხილი“ აღმოსავლური ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ გამომცემლობას მიაკითხეთ, ყოველთვის 30% ფასდაკლება აქვთ.

სალვა ან-ნუაიმი თაფლის სამხილი +18 -6წიგნის ავტორია სალვა ან-ნუაიმი / Salwa Al Neimi /1950 წელს დამასკოში, სირიაში დაიბადა.  ის ჟურნალისტი და მწერალია. მიწი ნაწერები ორიენტირებულია არაბულ სამყაროს ტაბუ დადებულ თემებზე, განსაკუთრებით კი ქალის სექსუალურობაზე. „თაფლის სამხილი“ 2007 წელს გამოიცა, რომელმაც მალევე საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„თანამედროვე სირიელი მწერალი ქალის სალვა ან-ნუაიმის რომანი „თაფლის სამხილი“ გამოცემისთანავე ბესთსელერად იქცა, თუმცა ზოგ არაბულ ქვეყანაში ნაწარმოების შეტანა და გავრცელება სასტიკად აიკრძალა. აღმსარებლობითი პროზის ამ ბრწყინვალე ნიმუშში მწერალი ცდილობს თავისი პირადი გამოცდილებისა და ტრადიციული არაბული სექსუალურ ტრაქტეტაბის გაანალიზების საფუძველზე მოგცეს. ერთი მხრივ სექსუალურობის არაბული გაგებისა და მეორე მხრივ, თანამედროვე სამყაროში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მოდელების მკაფიო სურათი. წიგნი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და დღეიდან მისი გაცნობა ქართველ მკითხველსაც არაბული ლიტერატურის აღიარებული მთარგმნელის, გიორგი ლობჟანიძის ნამუშევრით შეეძლება.“

როდესაც წიგნს ფართო წინასიტყვაობა უძღვის რთულია დაწერო უფრო მეტი. თუმცა მე მაინც შევეცდები ორიოდე მწირი სიტყვა ვთქვა და ვისაუბრო თემის ირგვლივ.

ნუთუ მწერალმა სითამამე გამოიჩინა როდესაც ამ წიგნს წერდა? და საერთოდ ასე ტაბუ დადებული რატომაა ეს? რელიგია (მათ შორის ქრისტიანული) ტყნაურის დიდი წინააღმდეგია (თავისთავად ქორწინების გარეთ). რელიგიათა უმრავლესობა ლტოლვისა თუ ვნებისაგან სიამოვნების მიღებისგანაც თავის შეკავებას გვთხოვს.

ხშირს შემთხვევაში სექსუალურ თავისუფლებას ადამიანის განვითარების (მათ შორის გონებრივი) მაღალ დონეზე მიუთითებს. არაბულ სამყაროში კი როგორც ჩანს ეს დიდიხანია არსებობს. რა თქმა მცდარია წარმოდგენა, რომ განათლება ევროპიდან მოდის, როდესაც მისი საფუძველი აღმოსავლეთშია,  შესაბამისად ტყნაურისადმი დამოკიდებულებაც გარკვეულ წილად განსხვავებული იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნს ქალი წერს ბევრ რამეს ისეთს იძახის რაც მამაკაცებთანაც ახლოსაა. თუნდაც დამოკიდებულებას სექსისადმი. აშკარაა რომ თქვენ მიიღებთ შოკს, ჯერ გაურკვეველს და შემდგომ ვინ იცის იქნებ ბედნიერს ანდა გულდაწყვეტილს.

როგორც დღეს ბევრს ჰგონია რომ კომუნისტების დროს არ არსებობდა სექსი, ისე ბევრისთვის არაბულ სამყაროში არ არსებობს ის. განსაკუთრებით შარიათის დამკანონებელ სახელმწიფოებში.

წიგნით უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ მუსლიმანურ ცხოვრებაზე. აქამდე თუ არ იცოდით თქვენთვის ახალი სამყაროს აღმოჩენა მსგავსი განცდა დაგეუფლებათ.

რა აიძულებს ორ ადამიანს დაუახლოვდეს ერთმანეთს? ზოგნი მეტყვით სიყვარულს… და რა არის სიყვარული? გამეცით პასუხი…! მისი ახსნა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ თუ ცხოველური ინსტიქტები ვიმსჯელებთ ეს არის სწრაფვა/ვნება/ლტოლვა გავმრავლდეთ და შევიძინოთ ძლიერი შთამომავალი.

მწერლის მიგნებები:

  • აშ-შუიუხი „ტყნაურის“ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური სარგებლის შესახებ: „ის ამშვიდებს რისხვას და სულიერ სიამეს გვრის იმას, ვისაც ცხელი ბუნება აქვს. ის არის კურნება მზერის დაბინდვისა, სისხლის მოძრაობისა, თავსი სიმძიმისა და გვერდების ტეხვისა; წამალი იმისა, რითაც ბრმავდება თვალი და საფიქრალის კარი იკეტება“;
  • თქვა მუჰამად იბნ ზაქარიამ: „ვინც ტყნაური ხანგრძლივად დათმო, ძალის ორგანოები დაუსუსტდა, ამ ძალის სადინარები ჩაეკეტა და მეხსიერება დაებინდა. მე ვნახე ერთი ჯგუფი, რომელთაც მიატოვეს ეს საქმე ასკეტიზმის რაღაც სახეობის გამო, და გაუცივდათ სხეულები და გაუძნელდათ მოძრაობები. უმიზეზოდ სევდამ დარიათ ხელი და გამოაჩნდათ მელანქოლია. მადა დაკარგეს და საჭმლის მონელება გაუჭირადათ“;
  • ქალი ორი სახისაა: ქალი-ბალახმულახი, და ქალი-გახურებული ნაკვერჩხალი;
  • სიყვარული სულისაა, ვნება სხეულისა;
  • სექსზე ლაპარაკიც სექსუალური ენერგიის ნაწილია.

პ.ს. ამ ბლოგის წერისას იმავე „აღმოჩენას“ გადავაწყდი რასაც მწერალი მიუთითებს. სიტყვა „ტყნაურს“ Spellchecker-ი  მისწორებს ყველანაირ უღლებაში წითელი ხაზის გასმით.

30.06.2017
რატი ბახტაძე

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

2 thoughts on “+18 სიამოვნების გემო –  „თაფლის სამხილი“ – სალვა ან-ნუაიმი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s