ნადირი – „ქვიდან ნაჟური სისხლი“ – იბრაჰიმ ალ-ქუნი

იბრაჰიმ ალ-ქუნი - ქვიდან ნაური სისხლიიცით აქლემები წარმოშობით ცივი ქვეყნებიდან არიან, რომლებიც თავისუფლად მოერგნენ ცხელ გარემოს. როგორ? ყინვაში წყალი ისევე ძვირფასია როგორც სიცხეში, თოვლში სიარული იგივეა რაც უდაბნოს ქვიშაში, გამძლეობაც ერთია, ერთგან სიცივისგან იცავ თავს მეორეგან სიცხისგან. ორივე შემთხვევაში განსხვავებული სხეული გჭირდება. ხო კიდე აქლემის რძეც ყოფილა. საინტერესო იქნება მისი დაგემოვნება.

„ქვიდან ნაჟური სისხლი“ აღმოსავლური ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ გამომცემლობას მიაკითხეთ, ყოველთვის 30% ფასდაკლება აქვთ.

იბრაჰიმ ალ-ქუნი - ქვიდან ნაური სისხლი6წიგნის ავტორია იბრაჰიმ ალ-ქუნი – ლიბიელი ტუარეგი (საჰარის უდაბნოს ძირძველი ტომები) რომანისტი და ნოველისტი რომლის შემოქმედებაც დაკავშირებულია უდაბნოსთან, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ფილოსოფიურად მოაზროვნე არაბულენოვანი მწერალია. მას მიღებული აქვს უამრავი ლიტერატურული პრემია და მისი ნაშრომები ნათარგმნია 35 ენაზე. ალ-ქუნი დაიბადა 1948 წელს, ლიბიის უდაბნოს ქალაქ ღადამესში. ის სწავლობდა შედარებით ლიტერატურას მოსკოვში, გორკის სახელობის ინსტიტუტში. იყო ჟურნალისტი მოსკოვსა და ვარშავაში. ახლა ის შვეიცარიაში ცხოვრობს 1993 წლიდან დღემდე. იბრაჰიმ ალ-ქუნის „ოქროს ქვიშა“ შეგიძლიათ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ქართულად გამომცემლობა ინტელექტისაგან.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე არაბი მწერლის იბრაჰიმ ალ-ქუნის რომანი „ქვიდან ნაჟური სისხლი“ (1990) აჯამებს მწერლის შეხედულებებს ყოფიერებისა და სამყაროში ადამიანის დანიშნულების შესახებ. ისევე როგორც ალ-ქუნის სხვა რომანებში, აქაც გმირების სამოქმედო სივრცეა უდაბნო, რომლის ფონზეც ადამიანური ვნებები თითქმის პირველყოფილი სიმძაფრითა და ცხოველმყოფელობით გამოიკვეთება. ამ გამოცემით მკითხველს საშუალება აქვს იბრაჰიმ ალ-ქუნის სამყაროს შესანიშნავი, ავთენტური თარგმანის მეშვეობით ეზიაროს.“

ნადირობა დღეს ბევრისთვის უბრალო გასართობია, როცა ის ოჯახის გამოკვებას, ადამიანურ ზნეობასთან და ვაჟკაცობასთანაც კი იყო დაკავშირებული. კაცი მდედრ და მაკე ცხოველს არ მოინადირებდა. ის თითქოს ბუნების ნაწილი იყო. იცოდა როგორ ეცხოვრა მათთან ერთად ისე რომ არც ერთი და არც მეორე არ გადაშენებულიყო.

ვაშა ფშაველა მთებს, ბუნებასა და მათში მცხოვრებ არსებებს აღმერთებდა. სწორედ ამიტომ ვერ ნახავთ მის ლექსს, მოთხრობასა თუ პოემას სადაც ეს სამი რამ არ იყოს ნახსენები. იბრაჰიმი კი როგორც ჩანს უდაბნოს და მის არსებებს აღმერთებს, როგორც ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს ბუნებისა. შეუძლებელია ადამიანს არ გიყვარდეს ის ადგილი, სადაც დაიბადე და გაიზარდე.

რას ფიქრობს ცხოველი? აი ის ცხოველნი რომელიც ბუნების შვილნი არიან და თავისუფლებაში ცხოვრობენ. რა არის მათი მიზანი? ტკბებიან თავისუფლებით? უხარიათ შთამომავლობა? უყვართ? ტირიან? სწუხთ რამე?

და ბოლოს გეტყვით, რომ ამ წიგნის წაკითხვა მხოლოდ და მხოლოდ დასასრულისთვის ღირს.

ავტორისაგან:

  • ბოროტებას თუ ემეზობლები, ბოროტება მოგეწევა. ადამიანი, რომელიც სიკეთეს აირჩევს, უნდა გაურბოდეს ხალხს, რომ თავს ტანჯვა და ტკივილი არ დაატყდეს.

03.07.2017
რატი ბახტაძე

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s