ის რაც გვამოძრავებს – „ღირსების კოდექსი“ – კვამე ენტონ აპია

კვამენ ენტონ აპია - ღირსების კოდექსი.jpgდღეს დაგცინებენ თუ ვინმეს დუელში გამოიწვევთ, შესაძლოა უფრო უარესიც ყურიც კი არ შეიბერტყონ. ისევე როგორც ტრადიციები და წეს-ჩვეულებები იცვლება, ისე იცვლება ადამიანის გრძნობები და ღირსება. დიახ, შესაძლოა ცხოველური ინსტიქტები რჩებოდეს, მაგრამ მორალი ყოველი საზოგადოებისათვის განსხვავებული იყოს.

„ღირსების კოდექსი – როგორ ხდება ზნეობრივი რევოლუციები“ გამოცემულია ა/ო “რადარამის” მიერ. „რადარამი” ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და ა.შ. თითოეული მათგანი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

კვამენ ენტონ აპია - ღირსების კოდექსი დ“ღირსების კოდექსის” ავტორის, კვამე ენტონი აპიას / Kwame Anthony Akroma-Ampim Kusi Appiah შესახებ: მწერალი, ფილოსოფოსი და პროფესორი კვამე ენტონი აპია 1954 წელს დაიბადა ინგლისში, ლონდონში, სადაც მამამისი, ჯოსეფ ემანუელ აპია, სამართლის სტუდენტი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ ოჯახი დაბრუნდა მამის სამშობლოში, განაში. მამა აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და სხვადასხვა დროს პარლამენტის წევრი და ელჩი იყო. დედა, პეგი აპია, რომელიც საბავშვო ნოველებს წერდა, წარმოშობით ბრიტანელი იყო და სოციალური, ფილანტროპული და კულტურული ცხოვრების აქტიური წევრი იყო კუმასში.

კემბრიჯის გარდა ის ასწავლიდა ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა იეილი, კორნელი, დიუკი და ჰარვარდი, ასევე სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში გერმანიაში, განაში, სამხრეთ აფრიკასა და საფრანგეთში. 2002-2013 წლებში პრინსტონის უნივერსიტეტის ლექტორი იყო ფილოსოფიის დეპარტამენტში. 2014 წლიდან კი ნიუ იორკის უნივერსიტეტში სამართლისა და ფილოსოფიის პროფესორი გახდა და ასწავლის როგორც ნიუ იორკში, ასევე ამ უნივერსიტეტის სხვადასხვა საერთაშორისო ცენტრებში.

პროფესორ აპიას სხვადასხვა სფეროში აქვს გამოქვეყნებული ბევრი ნაშრომი. ის წერდა აფრიკულ და აფრო-ამერიკულ კულტურასა და ლიტერატურაზე. გარდა სემანტიკის, აფრიკული კულტურის, ისტორიისა და ენის ფილოსოფიის პრობლემებისა მისი ამჟამინდელი ძირითადი საქმიანობა დემოკრატიის იდეა და თეორიისა და პრაქტიკის კავშირი მორალურ საკითხებში. ასევე, მისი კვლევის მთავარი თემა იყო იდეალიზაცია ეთიკაში, პოლიტიკასა და ფსიქოლოგიაში (ბიოგრაფიის თარგმანი „რადარამის“ გვერდიდანაა აღებული).

 წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„კვამე ენტონი აპია თანამედროვე ინგლისელი ფილოსოფოსი, კულტურის თეორეტიკოსი და მწერალია. მისი ავტორობით მრავალი საინტერესო ფილოსოფიური ნაშრომი გამოიცა, უმეტესწილად პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებზე.

წიგნი „ღირსების კოდექსი“ აპიამ სრულიად ახლებურად წარმოაჩინა ადამიანის ბუნება და ის სოციალური რეფორმები, რომელთა შესახებაც ყველას გვსმენია. წიგნის კითხვისას, თქვენ ერთდროულად ისტორიაშიც იმოგზაურებთ და ფილოსოფიური თვალითაც შეხედავთ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა: დუელი, მონობა, ღირსების მკვლელობები. წიგნი დაგაფიქრებთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ბოლო საუკუნეებში მომხდარი დემოკრატიული ცვლილებები, კანონის ძალამ თუ ადამიანურმა ღირსებამ“.

წიგნი გვიხსნის ღირსებას არა უბრალოდ წინადადებებით, არამედ ისტორიული ფაქტებითა და არგუმენტებით. მწერალი ცდილობს გაგვაგებინოს თუ კონკრეტულ დროში და სივრცეში რა ღირსებითა და პატივით მოქმედებდა ესა თუ ის ისტორიული პერსონა და ზოგადად საზოგადოება.

ადამიანები ერთმანეთს ვბაძავთ, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გვგონია, რომ ჩვენზე მაღლა რაიმეთი დგანან, მაგალითად არიან უფრო პოპულარულები, აქვთ მეტი ძალაუფლება ან მეტი შესაძლებლობები.

დღეს ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მონობა დამამცირებელია. მრავალნი კი ასევ გაიძახიან (მათ შორის მეც), რომ მინიმალური ხელფასი, რომელიც 20 ლარით არის განსაზღვრული დამამცირებელია და საერთოდ იმაზე დაბალი ხელფასი ვიდრე საარსებო მინიმუმია ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.

მაშინ როდესაც სოციალურ მდგომარეობას შენივე ფიზიკური სიძლიერე განსაზღვრავდა გასაგები იყო ქალისა და მამაკაცის განსხვავებული მდგომარეობა. გარკვეულ წილად ეს შესაძლოა მისაღებიც ყოფილიყო, რადგან თუ გსურდა საკუთარის თავის რჩენა უნდა შეგძლებოდა ფიზიკურად ძლიერი ყოფილიყავი, მაგალითად გენადირე რამდენიმე დღის განმავლობაში. დღეს კი როდესაც მსგავსი აუცილებლობა არ არსებობს განსხვავებულობა ყოვლად მიუღებელია. არაფერს ვსაუბრობ იმ განუკითხაობაზე როდესაც ქორწინებამდე სექსი ქალისთვის მიუღებელია, ხოლო კაცზე არავინ არაფერს არ იძახის. ქალიშვილების ინსტიტუტზე საუბარიც კი იმდენად ამაზრზენად მიმაჩნია არ ვთვლი საჭიროდ ამაზე საუბარს.

ავტორისაგან:

  • მეცნიერების მამოძრავებელი სულისკვეთება სამყაროს შეცვლა კი არა, მისი გააზრებაა;
  • კარდინალი ნიუმენი (1852 წელი): „თითქმის ზუსტად განვსაზღვრავთ ჯენტლმენების ცნებას, თუკი ვიტყვით, რომ ჯენტლმენია ის, ვინც არასოდეს არავის აყენებს ტკივილს.“

10.07.2017
რატი ბახტაძე

„რადარამის“ სხვა წიგნები/მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s