მსხვერპლნი – „ინტერვიუ ვამპირთან“ – ენ რაისი

ენ რაისი - ინტერვიუ ვამპირთან 22უკვდავება ისაა რასაც ადამიანთა უმრავლესობა ვნატრობთ, ამ ცხოვრებაში თუ არა, გვჯერა არაამქვეყნიურის, სადაც სამარადჟამო სიცოცხლეს მოვიპოვებთ. ვართ კი ადამიანები უკვდავები? ნუთუ მედიცინა შესძლებს ადამიანთა უკვდავყოფას? მე მჯერა რომ კი, აქ მთავარია როდის…

„ინტერვიუ ვამპირთან“ ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

ენ რაისი - ინტერვიუ ვამპირთან 222ენ რაისი / Anne Rice (დაიბადა1941 წელს) ამერიკელი მწერალია გოთიკური ფანტასტიკის, ქრისტიანული ლიტერატურისა და ეროტიკის ჟანრში. მისი პოპულარობა 1976 წლიდან იწყება, როდესაც მისი პირველი წიგნი „ინტერვიუ ვამპირთან“ გამოქვეყნდა. წიგნი ვამპირის ქრონიკების პირველი ნაწილია. დარწმუნებული ვარ გამომცემლობა გააგრძელებს სხვა ნაწილების თარგმნას:

  • Interview with the Vampire / ინტერვიუ ვამპირთან (1976);
  • The Vampire Lestat (1985);
  • The Queen of the Damned (1988);
  • The Tale of the Body Thief (1992);
  • Memnoch the Devil (1995);
  • The Vampire Armand (1998);
  • Merrick (2000);
  • Blood and Gold (2001);
  • Blackwood Farm (2002);
  • Blood Canticle (2003);
  • Prince Lestat (2014);
  • Prince Lestat and the Realms of Atlantis (2016).

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ენ რაისის უკვე კლასიკად ქცეული „ინტერვიუ ვამპირთან“ სწორედ ის ნაწარმოებია, რომელიც არა მხოლოდ ვამპირების არსებობას დაგაჯერებთ, არამედ მასში აღწერილი ისტორიის ნამდვილობასაც. ავტორი მეტად გამომსახველობითად აღწერს არა მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში გადაშლილ ეპოქებს – მე-18 საუკუნის ახალ ორლეანსა და ვიქტორიანული ეპოქის მიჯნასთან მდგარ ევროპას, არამედ ვამპირთა ისტორიასა და კულტურას.

ნაწარმოებს სამი მთავარი გმირი ჰყავს: ახალგაზრდა, თუმცა მრავალი წლის ყმაწვილი ვამპირები, ლუი და ლესტატი და ხუთი წლის გოგონა კლაუდია, რომელიც ამ ისტორიის ალბათ ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია. არიან სხვებიც – სწორედ ისინი, რომლებიც რომანში ღალატს, მტრობას, მეგობრობასა და სიყვარულს თამაშობენ.

ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია 1994 წელს გამოვიდა. ნილ ჯორდანის ფილმში როლებს ბრედ პიტი, ტომ კრუზი, ანტონიო ბანდერასი და კირსტენ დანსტი ასრულებენ.“

სასოწარკვეთამ და საკუთარი თავის დამნაშავედ გამოყვანამ შესაძლოა სიკვდილი განატროს, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით – დაცემა უფრო გაძლიერებს და მეორე სიცოცხლეს განიჭებს.

წიგნში მრავალჯერ მოგეჩვენებათ რომ სიცოცხლე ძალიან ძვირფასია, მაგრამ მისი განადგურებას მწერალი გმირებით წამებში ახერხებს. ფიქრობ… იქნებ ეს მაინც გადარჩეს და ამ დროს ისიც იღუპება.

წიგნი თავგადასავალია, რომელიც არა ადამიანის ერთი ცხოვრება არამედ რამდენიმეა, – არა უსასრულოა. გზას გადიხარ, სწავლობ და შეიმეცნებ სამყაროს წიგნის მთავარ პერსონაჟებთან ერთად.

ყველაზე რთული საყვარელი ადამიანის დაკარგვაა. ვსაუბრობ არა ადამიანის სიკვდილით არამედ განშორებით დაკარგვას. ბევრი უძლებს, ბევრი კი სიკვდილის სარეცელზე დებს თავს.

მთლინობაში გეტყვით, რომ ამ წიგნის გადაშლა და ახალი თავგადასავალში თავის გაყოფა გესიამოვნებათ. თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ გრძელი გზა გველოდება.

ავტორისგან:

  • შენობები არასდროს გეტყვიან, ვინ ჩაიარა მათ გვერდით, მაგრამ მათ შეუძლიათ დრო გაყინონ და წარსული აწმყოში ცოცხლად გადმოიტანონ.

11.07,2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s