ბრალდებული – „პროცესი” – ფრანც კაფკა

ფრანც კაფკა - პროცესიხშირად გვაწუხებს კითხვები, ზოგჯერ უაზრო, ზოგჯერაც მართლაც საინტერესო. მათ ამოსახსნელად არაფერს არ ვაკეთებთ, ზოგჯერ კი მზად ვართ მთელი სიცოცხლე შევწიროთ. აქ მნიშვნელოვანი მონდომება და განზრახვაა, რომ საწადელს აუცილებლად მიაღწევთ.

„პროცესი“ გამომცემლობა “ოჩოპინტრეს” სერიის „ოჩოპინტრეს თან სატარებელი წიგნების“ მეოთხე  წიგნია. ამ სერიის ყველა წიგნი შევიძინე და გადავწყვიტე ისინი მხოლოდ და მხოლოდ სახლის გარეთ ვიკითხო – პარკებში, ბაღებში, სკვერებში და გზაში.

ფრანც კაფკა - პროცესი rფრანც კაფკა / Franz Kafka (1883-1924)  XX საუკუნის გერმანულენოვანი ჩეხი მწერალი და ნოველისტია, რომლის ნაშრომთა უმრავლესობის გამოქვეყნება მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა. მისი უნიკალური წერის სტილი დღემდე იპყრობს კრიტიკოსთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ყურადღებას. „პროცესი“1914-1915 წლებში იწერებოდა და 1925 წელს გამოიცა.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ფრანც კამფკა ის მწერალია, რომელმაც მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა მსოფლიო ლიტერატურაში უდიდესი კვალი დატოვა. კაფკას სიცოცხლეში აღიარება არ მოუპოვებია. მეტის, რომ არა მწერალი მაქს ბროდი, (იგი ფრანც კაფკას უახლოესი მეგობარი გახლდათ) სიცოცხლის შემდეგაც უცნობი დარჩებოდა ფართო საზოგადოებისათვის, რადგანაც კაფკამ სიკვდილის წინ მაქს ბროდს თავისი ნაწარმოებების განადგურება სთხოვა. საბედნიეროდ, ბროდმა მეგობრის უკანასკნელი თხოვნა არ შეასრულა. ფაქტია, ამით მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურამ გაიმარჯვა. გამომცემლობა „ოჩოპინტრე“ კი ქართველი მკითხველის დიდი მწერლის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწარმოებს – „პროცესს“ სთავაზობს.“

წიგნის კითხვისას თქვენც ისევე გაურკვევლობაში ხართ როგორც მისი მთავარი გმირი. ცდილობთ ამოხსნათ ამოცანა, რომელიც მრავალი კითხვისგან შედგება. თითქოს პოულობთ პასუხს, მაგრამ ეს პასუხი ხელახლა ბადებს ახალ კითხვებს.

ირგვლივ მიმოიხედეთ, რამდენი იცით ისეთი ვინც უსიტყვოდ ემორჩილება მის „მბრძანებელს“? დათა თუთაშხიაშიც ხომ გახსოვთ? ადამიანები რომლებიც უსიტყვოდ ემონებიან აკვიატებულ აზრს, ხოლო განსხვავებულ აზრს ცემა ტყეპით ისტუმრებენ.

როდის გჯერათ სხვისი? ხშირად მთავარი მამოძრავებელი ნდობაა, ზოგჯერ კი არგუმენტები, ხმის ტემბრი და შარმი. ორატორებს მასების დამორჩილება შეუძლიათ საკუთარი გავლენითა და ეშხით.

კომუნისტურ საქართველოს თუ გაიხსენებთ და ათასობით თუ არა ასიათასობით ქართველის გასამართლებას უაზრო მიზეზთა გამო, მიხვდები რა არის სამართლებრივი უსამართლობა. კანონი ხშირად უსამართლოა და ეს არ გაგიკვირდეთ. მთავარი ისაა მას როგორ შეხვდები და შეებრძოლები. კანონი შეიძლება დაწერილიც იყოს და დაუწერელიც, მთავარი შენ მას როგორ მიიღებ.

ისევე როგორც კანონი ეს წიგნიც ასეა, თითოეულ მკითხველზეა დამოკიდებული მას როგორ გაიგებს და აღიქვავს – სწორად იქცეოდნენ თუ არა მასში მონაწილე პერსონაჟები თუ შეცდომებს უშვებდნენ ბრმა მორჩილებიტ.

14.07.2017
რატი ბახტაძე

 გადაცემა “წიგნების” მიმოხილვა:

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s