ინკუბატორი – „მხევლის წიგნი” – მარგარეტ ეტვუდი

მარგარეტ ეტვუდი - მხევლის წიგნიუმრავლესობა ვმსახურობთ – ერთმანეთს ვემსახურებით. ზოგი ბავშვს უვლის, ზოგი მოხუცებს, ზოგი სახლს ალაგებს, ზოგი კი საჯარო სამსახურშია. მთელი სისტემა სახელმწიფოში / სოციუმში ერთურთს მომსახურებაზეა დამოკიდებული. თანამედროვე ცხოვრება სხვანაირად წარმოუდგენელიც კი არის.

„მხევლის წიგნი“ უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ ახალ გამომცემელს დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ. პირადად მე ყველაზე ხშირად წიგნის ფესტივალებზე ვიძენ.

Canadian author Atwood poses for a portrait in Toronto

მარგარეტ ეტვუდი / Margaret Atwood (დაიბადა 1939) — კანადელი პოეტი, ნოველისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი და გარემოს დაცვის აქტივისტი.  წერის სურვილი 16 წლის ასაკში გაუჩნდა. 1957 წელს მან დაიწყო სწავლა ვიქტორიას ტორონტოს უნივერსიტეტში, სადაც მან პოემები და სტატიები გამოაქვეყნა Acta Victoriana-ში, უნივერსიტეტის ჟურნალში. მან სწავლა დაამთავრა 1961 წელს ბაკალავრის საფეხურით ხელოვნების განხრით ინგლისურ ენაზე და დაბალი დონე ფილოსოფიის განხრით ფრანგულ ენაზე. მხევლის წიგნი 1985 წელს გამოიცა. ასევე ნათარგმნია მისი წიგნი „ბრმა მკვლელი“.

ხშირად გაგვიგონია „რაც ნაკლები გვეცოდინება, მით უკეთესი”. რისი თქმა უნდათ ამით? ნუთუ რაც უფრო მეტი იცი უფრო ძლიერი არ ხარ? თითქოს ეს სიტყვები კომუნისტური გადმონაშთია, რათა შენ ნაჭუჭში დარჩე და იმის იქით არაფერი იცოდე. იქნებ გაფრთხილებაა, რომ თუ მეტი იცი სხვისთვის საფრთხე ხარ და შესაბამისად ის სხვა შენს განადგურებაზე იზრუნებს.

„მხევლის წიგნს“ თან გასდევს  სევდიანი და წყნარი თხრობა. თითქოს მწერალმა წიგნის მეშვეობით ღრმად ამოისუნთქა და განთავისუფლდა წნეხისაგან.

ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ქალი მხოლოდ სახლში / თუნდაც კაციც საშინელებაა. წარმოიდგინეთ ქვეყანა ადამიანური რესურსის ნახევარს კარგავს. ეს იგივეა ოქროს საბადოს ნახევრად ამუშავებდე. დასაქამება თავისთავად ძალიან კარგია და რელიგური თუ სხვა მიზეზით მისი აკრძალვა ყოვლად დაუშვებელია.

„თაფლის სამხილი“ წაიკითხეთ? ისევე როგორ იქ აქაც ხვდები, რომ სექსი ტაბუდადებულია. იმის თქმა არ მინდა, რომ ის საყოველთაოდ ცნობილი უნდა იყოს არამედ მასზე როგორც განტევების ვაცზე არ უნდა ვსაუბრობდეს. სექსი უნდა აღვიქვათ როგორც ცხოველური მოთხოვნილება. გშია – ჭამ, გწყურია – სვავ. ზედმეტი გრძნობების მინიჭება ზოგჯერ სრულიად ზედმეტად მიმაჩნია.

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, წიგნში მოთხრობილი ამბავი ფანტასტიკა თუ გამონაგონი გგონია, მაშინ როდესაც მსგავსი დამოკიდებულება ქალების მიმართ მრავალ ქვეყანაში დღესაც არსებობს, არ დაგავიწყდეთ მათ შორის საქართველოცაა.

წაიკითხეთ ეს წიგნი. არა იმიტომ რომ აუცილებელია,  ანდა უბრალოდ საინტერესო, არამედ იმიტომ რომ თქვენ თავში აღმოაჩინეთ ახალი.

ავტორისგან:

  • თუკი რამეს თხზავ, თუნდაც საკუთარ გონებაში, ესე იგი, სხვებსაც უამბობ;
  • ტყუილია, სექსის გარეშე ცხოვრებას არავინ მოუკლავს. ჩვენ მხოლოდ უსიყვარულოდ ცხოვრება გვღუპავს;
  • ძვირფასი მხოლოდ ისაა, რაც იშვიათია და ძნელად მოსაპოვებელი.

წიგნის პრეზენტაცია:

17.07.2017
რატი ბახტაძე

  გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s