გზა დასასრულამდე – “მე, შენამდე” – ჯოჯო მოიესი

ჯოჯო მოიესი - მე შენამდერა რთულია როდესაც შენზე ვინმეს სიცოცხლეა დამოკიდებული. თოთო ბავშვი გჭერიათ ხელში? უსუსური, რომელსაც არაფერის გაკეთება არ შეუძლია. მთლიანად შენზეა დამოკიდებული. ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება სიცოცხლე მოუსწრაფო. ეს თან გაშინებს და თანაც გაგრძნობინებს, რომ ვიღაცისთვის იმაზე მეტი ხარ ვიდრე უბრალოდ ადამიანი.

„მე, შენამდე“ გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

ჯოჯო მოიესი - მე შენამდე..ჯოჯო მოიესი / Jojo Moyes (დაიბადა 1969 წელს) ინგლისელი ჟურნალისტია, 2002 წლიდან კი რომანისტი მწერალი და სცენარისტია. ის ინგლისში, ლონდონში დაიბადა. მან ორჯერ აიღო ჯილდო Romantic Novel of the Year Award და მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. მას წარმატება ჯერ კიდევ 2004 წელს  Foreign Fruit-მა და 2011 წელს The Last Letter From Your Lover მოუტანა. „მე, შენამდე“ 2012 წელს გამოიცა, ხოლო 2016 წელს წიგნის მიხედვით ფილმიც გადაიღეს.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ლუისა კლარკი ოცდაექვსი წლისაა და ჯერ კიდევ არ უნახავს უცხოენოვანი ფილმები სუბტიტრებით, ენატრება ბავშვობისდროინდელი კოლგოტი შავი და ყვითელი ზოლებით და ოცნებობს ისეთ საძინებელი ჰქონდეს, სადაც ხელებს გაშლის და მოპირდაპირე კედლების სივიწროვე არ შეაწუხებს. ერთ დღესაც ამ ექსცენტრულ გოგონას ცნობილი ოჯახი თავიანთი შვილის – კვადრიპლეგიის მქონე უილ ტრეინორის მომვლელად აიყვანს, თუმცა ლუისა მალევე მიხვდება, რომ მას მხოლოდ მომვლელის ფუნქცია არ აკისრია.

ამ ნამდვილი ბრიტანული იუმორით სავსე, ხალისიან და თან საოცრად სევდიან რომანში გადააწყდებით ისეთ მძიმე თემებს, როგორებიცაა ევთანაზია, სექსუალური ძალადობა და შეზღუდული შესაძლებლობა.

ინგლისელი მწერლის ჯოჯო მოიესის რომანი „მე, შენამდე: 2011 წელს გამოიცა და მალევე „New York Times-ის” ბესტსელერების სათავეში მოექცა.“

თანამედროვე წიგნებს ხშირად ახასიათებთ მარტივი ენა. ეს წიგნიც ასეთია. თავისუფლად და ლაღად ერთი გვერდიდან მეორეზე გადადიხარ. წიგნი თანამედროვე ხუმრობებით გაჯერებული, რომელთაც ცხოვრებაშიც გამოყენებაც შეგიძლიათ.

ხშირად ერთმა სიტყვამ შესაძლოა კარგ ხასიათზე დამაყენოს და მთელი დღე შეცვალოს ზოგჯერ კი პირიქით, დღე მოღრუბლული და დაღვრემილი გახადოს. ასეა წიგნშიც, ყველა გვერდი თავისებურ ხასიათს გიქმნის.

წიგნის კითხვისას შესაძლოა საკუთარი თავი ამოიცნოთ ყოველდღიური პრობლემებით. სახლში ვის რომელი ოთახი შეხვდება, სამსახურში ოჯახის რომელი წევრი მუშაობს, ვინ ეძებს სამსახურს, ვინ სად წვება და ა. შ

და თავისთავად უფრო მეტს სწავლობ ზურგის ტვინის დაზიანებაზე. რა ემართება ზუსტად ადამიანს, რა პრობლემები შეიძლება აწუხებდეს, რა ჯანმრთელობის გამწვავება აქვს და ა.შ. მთავარია ხვდები რას განიცდიან ადამიანები რომლებიც ეტლზე არიან მიჯაჭვულნი.

ეს შშმ პირებთან დაკავშირებით პირველი და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელი წიგნია, რომელიც წავიკითხე. თუ დაგაინტერესებთ აუცილებლად ამავე გამომცემლობის წიგნი „გონების მიღმა” გაეცანით.

პროფესიით იურისტი ვარ და საერთაშორისო სასამართლოს მიერ განხილული საკუთარი ნებით თვითმკვლელობის (სამართლებრივად ევთანაზია) რამდენიმე საქმე წამიკითხავს, ყოველ ჯერზე მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე იყო საუბარი. წიგნში კი ცხოვრებისეული არგუმენტებია, რომლებმაც შესაძლოა გაამართლოს ევთანაზია.

 

18.07.2017
რატი ბახტაძე

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

One thought on “გზა დასასრულამდე – “მე, შენამდე” – ჯოჯო მოიესი

  1. გამოხმაურება: გზა მომავლისკენ – „შენ შემდეგ“ – ჯოჯო მოიესი | Rmouse Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s