გზა მომავლისკენ – „შენ შემდეგ“ – ჯოჯო მოიესი

ჯოჯო მოიესი - შენ შემდეგშეიძლება არ გვაინტერესებდეს, მაგრამ ჩვენს ცხოვრებას ხშირად ხალხის აზრი განსაზღვრავს. დიახ,  მე თქვენსავით იმ მეამბოხეთა წრეში ვარ, რომელთაც ეს აზრი არ აინტერესებთ, მაგრამ გვინდა არ გვინდა ჩვენზე ზეგავლენას ნებით თუ უნებლიეთ მაინც ახდენს.

„შენ შენამდე“ გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

ჯოჯო მოიესი - მე შენამდე..ჯოჯო მოიესი / Jojo Moyes (დაიბადა 1969 წელს) ინგლისელი ჟურნალისტია, 2002 წლიდან კი რომანისტი მწერალი და სცენარისტია. ის ინგლისში, ლონდონში დაიბადა. მან ორჯერ აიღო ჯილდო Romantic Novel of the Year Award და მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. მას წარმატება ჯერ კიდევ 2004 წელს  Foreign Fruit-მა და 2011 წელს The Last Letter From Your Lover მოუტანა. „მე, შენამდე“ 2012 წელს გამოიცა, ხოლო 2016 წელს წიგნის მიხედვით ფილმიც გადაიღეს. „შენ შემდეგ“ სწორედ ამ ნაწარმოების გაგრძელებაა.

„მე, შენამდე“ მიმოხილვა

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„რა შეიძლება მოიმოქმედო, როცა საყვარელი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ქონებას გიტოვებს? რასაკვირველია, უპირველესად, მისი ანდერძი უნდა შეასრულო და სამოგზაუროდ წახვიდე, მაგრამ ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ არც იმდენად პარიზელი ხარ, სამუდამოდ გადაიკარგო სამშობლოდან.

უილ ტრეინორის სიკვდილიდან თვრამეტი თვის შემდეგ ლუისა კლარკის ცხოვრებაში კიდევ ერთი ტრეინორი იჭრება და დიდ აურზაურს დაატრიალებს. ლილი ჰაგტონ-მილერი – გოგონა მამის მეამბოხე ხასიათითა და ჩვეულებრივ თინეიჯერებზე ბევრად სერიოზული პრობლემებით ყოფილი მომვლელისგან დიდი ყურადღებას ითხოვს.

ლუისა კლარკი არჩევანის წინაშე დგება – უილის წინაშე მოვალეობის გრძნობა, ახალი სიყვარული თუ პერსპექტიული შემოთავაზება სამსახურის შესახებ? როგორ გაგრძელდება ცხოვრება უილის შემდეგ?“

თხრობა წინა ნაწილისაგან ისევე ლაღად მიდის, მაგრამ უფრო სევდიანია. ეს არადა არ აკნინებს წიგნს, უბრალოდ აღნიშვნის ღირსია. არ გაგიკვირდეთ თუ კითხვისას სხვადასხვაგვარი გრძნობების მოზღვავება გექნებათ.

რამდენჯერ გიფიქრიათ კაფეში ყავის მომწოდებელ მიმტანზე? რას აკეთებს? როგორ ცხოვრობს? რატომ მუშაობს აქ? იქნებ სწავლობს და დამატებითი შემოსავალი უნდა? იქნებ რეგიონიდან ახალი ჩამოსულია და ეს პირველია რაც შეხვდა… ყველა ადამიანის უკან ერთი ისტორია, შეიძლება უბრალო, მაგრამ ხშირად საინტერესო.

აქ შეხვდებით შანტაჟს ფულისა თუ სექსის სანაცვლოდ. ყურადღება გამახვილებულია ქალთა უფლებებზე და იმ ცვლილებებზე რა შეიძლება მოყვეს თუ ოჯახის, რომელიმე წევრი ეცდება საკუთარი თავის მეტად განვითარებას.

დამეთანხმებით, რომ რთულ მომენტებში საყვარელი ადამიანების გვერდზე დგომა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრების. ეს ძალას გმატებს და შეგახსენებს, რომ მარტო არ ხარ და შენზე სხვებიც ზრუნავენ.

თუ შემეკითხებით რომელი ნაწილო ჯობდა გეტყვით პირველი. არა იმიტომ, რომ ცუდია, უბრალოდ პირველი ჩემთვის უფრო მეტად შემეცნებითი იყო. მეორე ნაწილი კი სასიამოვნო ისტორიის გაგრძელება.

 19.07.2017
რატი ბახტაძე

  გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s