ის რაც გვსურს – „მკვლელის ჰიგიენა“ – ამელი ნოტომი

ამელი ნოტომი - მკვლელის ჰიგიენარა არის კითხვა? წიგნის მხოლოდ უბრალოდ გადაკითხვა?  თუ კითხვა ესაა მწერლის აზრისა და შინაარსის სრულყოფილი აღქმა? აი ეს არის ყველაზე რთული –  წაიკითხო წიგნი ოღონდ ნამდვილად  და არა უბრალოდ წაიკითხო. ცოტა რომ დაუფიქრდე მართლა მიხვდები რას ვგულისხმობ. ეს დაახლოებით იგივეა იყიდო წიგნი და თაროზე შემოდო, ე.ი. წაიკითხო წიგნი და ამავდროულად წიგნი წაუკითხავი დარჩეს.

ამელი ნოტომის „მკვლელის ჰიგიენა“ გამომცემლობა „ოჩოპინტრეს“ სერიის თან სატარებელი წიგნების მეხუთე წიგნია. ამ გამომცემლობის შესახებ წიგნების საერთაშორისო ფესტივალზე შევიტყვე. ამ სერიის ყველა წიგნი შევიძინე და გადავწყვიტე ისინი მხოლოდ და მხოლოდ სახლის გარეთ ვიკითხო – პარკებში, ბაღებში, სკვერებში და ა.შ. წიგნები არამარტო გონებისთვის სასარგებლო არამედ სხეულისთვისაც სასიამოვნო გახდა  – რამდენი დროც კითხვას მოვანდომე იმდენი ვისვენებდი ჰაერზე და სიმწვანეში.

ამელი ნოტომი - მკვლელის ჰიგიენა'ამელი ნოტომი / Amélie Nothomb (დაიბადა 1966 წელს) თანამედროვე ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალია.  ამელი ნოტომი ცნობილია თავისი ექსტრავაგანტულობით, რომელიც მის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. 1984 წელს 17 წლის ამელი პირველად ჩადის თავის სამშობლოში, ბელგიაში და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში რომანული ფილოლოგიის შესწავლას იწყებს. თუმცა სასწავლებელში, სადაც ძირითადად სოციალისტები და ლიბერალები სწავლობენ, ბარონის ქალიშვილს უჭირს მეგობრების შეძენა. დიპლომის აღების შემდეგ ამელი ტოკიოში ბრუნდება და მუშაობას იწყებს თარჯიმნად ერთ-ერთ დიდ იაპონურ საწარმოში. ამ პერიოდს აღწერს იგი მოგვიანებით თავის რომანში კრძალვითა და ცახცახით. ამის შემდეგ მწერალი ბელგიაში ბრუნდება და 1992 წელს აქვეყნებს თავის პირველ რომანს, მკვლელის ჰიგიენას. აქედან იწყება ნოტომის წარმატებული ლიტერატურული კარიერა. როგორც თავად ამბობს, იგი დღეში 4 საათს უთმობს წერას და წელიწადში 3 რომანს წერს, თუმცა აქედან მხოლოდ ერთს აქვეყნებს, რადგან დანარჩენები ზედმეტად პირადულია. იხილეთ მასთან ინტერვიუ აქ:  ბმული.

 უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ამელი ნოტომი თანამედროვე ბელგიელი მწერალია, რომლის ნაწარმოებსაც მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ, მათ შორის – საქართველოში. ჩემი დაკვირვებით მწერლის შესახებ მკითხველთა აზრი მეტად არაერთგვაროვანია. თუმცაღა, ფაქტი ერთია – ამელი ნოტომს გამორჩეული ხელწერა აქვს, რომელიც თხრობის სისადავით უცნაური, ხშირად მანიკალური თვისებების მქონე გმირებითა და მეტად საინტერესო სიუჟეტებით თვალნათლივ გამოარჩევს სხვა თანამედროვე ავტორებისგან. „მკვლელის ჰიგიენა“ მწერლის პირველი და პირადად ჩემი აზრით, საუკეთესო ნაწარმოებია. ვფიქრობ, ამ მეტად საინტერესო წიგნს მკითხველი არ მოაკლდება. (გამომცემლისგან).“

წიგნის კითხვისას გეგონება მთავარი გმირი სერიოზულად საუბრობს, ამ დროს კი საუბარი სასიამოვნო იუმორითაა გაჟღენთილი. იუმორით, რომელიც აუცილებლად მოგგვრის ღიმილს.

აქ გადააწყდებით ჟურნალისტს, რომელსაც მართლა ესმის საკუთარი საქმიანობის. ინტერვიუზე შესწავლილი და მომზადებული მიდის, ის არ გავს უმრავ ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც გარკვეულ საკითხში ხუთ წუთში ხდებიან პროფესიონალები.

წიგნში შეგხვდებათ უცნაურინ სიყვარულის ამბავი, მსგავსი რამ მე ჯერ არ შემხვედრია. ეს ამბავი თან გასაოცარი და ამავდროულად გასაკვირიცა.

და ბოლოს, თხზულებამ ბევრ რამეზე ხელახლა დამაფიქრა, თითქოს ესა თუ ის საკითხუ ორი მხრიდან დამანახა. დიახ, თქვენ მედლის ორივე მხარეს „მკვლელის ჰიგიენაში“ ამოიკითხავთ.

მწერლისგან:

  • ქალები განსაკუთრებით სახიფათო მსხვერპლნი არიან, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ისინი საკუთარი თავსა და სხვა ქალებს ემსხვერპლებიან;
  • ზოგიერთი ჟურნალისტი შესანიშნავად წერს, მაგრამ კარგად წერა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ იყო მწერალი.

01.08.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

გადაცემა “წიგნების” მიმოხილვა:

One thought on “ის რაც გვსურს – „მკვლელის ჰიგიენა“ – ამელი ნოტომი

  1. გამოხმაურება: ცრუ რწმენა – “გრაფ ნევილის დანაშაული” – ამელი ნოტომი | Rmouse Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s