„ორეული”- ფიოდორ დოსტოევსკი

ფიოდორ დოსტოევსკი - ორეული.JPGსაზოგადოება ერთი დიდი ნიღაბია. დააკვირდით თქვენც (მათ შორის მეც) რამდენად განსხვავებულად (ვ)იქცევით სამსახურში, გზაში, მეგობრებთან, სახლში თუ მარტო ყოფნისას. თითქოს ყოველ წამს ვიცვლიდეთ ჩვენ ტყავს. დღეს ერთნი ვაართ ხვალ კი მეორენი.

ფიოდორ დოსტოევსკის „ორეული“ გამომცემლობა „ოჩოპინტრეს“ სერიის თან სატარებელი წიგნების მექვსე წიგნია. ამ გამომცემლობის შესახებ წიგნების საერთაშორისო ფესტივალზე შევიტყვე. ამ სერიის ყველა წიგნი შევიძინე და გადავწყვიტე ისინი მხოლოდ და მხოლოდ სახლის გარეთ ვიკითხო – პარკებში, ბაღებში, სკვერებში და ა.შ. წიგნები არამარტო გონებისთვის სასარგებლო არამედ სხეულისთვისაც სასიამოვნო გახდა  – რამდენი დროც კითხვას მოვანდომე იმდენი ვისვენებდი ჰაერზე და სიმწვანეში.

Vasily_Perov_-_Портрет_Ф.М.Достоевского_-_Google_Art_Project

დოსტოევსკის ბიოგრაფიაზე არაფერს არ ვიტყვი, რადგან ინტერნეტში მასზე ისედაც ბევრი მოიპოვება და ამას მათ დავუთმობ ვინც ამის სპეციალისტია. ბლოგს მხოლოდ მის სურათს დავურთავ, აუცილებლად ნახეთ „იატაკქვეშეთის ჩანაწერების“ მიმოხილვა.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:
„ორეული“ ფიოდორ დოსტოევსკის მეორე წიგნია, რომელსაც გამომცემლობა „ოჩოპინტრე“ მკითხველს სთავაზობს ქართულ ენაზე. ამ ნაწარმოების პირველი ვარიანტი მწერალმა ადრე, ჯერ კიდევ ციმბირში გადასახლებამდე დაწერა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კი, „ორეული“ გადაამუშავა და ცალკე წიგნად გამოსცა. დოსტოევსკის შემოქმედებაზე ქებას აქ არ მოვყვები, კონკრეტულად ეს ნაწარმოები კი ჩვენთვის საინტერესო, სულ მცირე იმითაც არის, რომ სწორედ „ორეულში“ იკვეთება „იატაკქვეშეთის“ პირველი იდეები „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ კი, მოგეხსენებათ, ჩვენ მიერ გამოცემული პირველი წიგნია, რომლითაც „ოჩოპინტრე“ ძლიერ ამაყობს. ვფიქრობთ, არც „ორეულს“ მოაკლდება მკითხველი, ხოლო სამომავლოდ ფიოდორ დოსტოევსკის სხვა ნაწარმოებებს შევთავაზებთ მწერლის მოყვარულებს. მათ შორის, იმ დარჩენილ ნაწარმოებებს, რომლებიც ჯერაც არ თარგმნილა ქართულ ენაზე. (გამომცემლობისგან).“

რამდენია ირგვლივ ვინც მეგობარს თუ ნათესავს იყენებს? იყენებს რათა მიიღოს სარგებელი. საჭირო თუ გახდა ის არც არავის დაეხმარება და ისევ განაგრძობს მხოლოდ და მხოლოდ სხვების გამოყენებას.

სამსახური თუ ჯერ არ გქონიათ და აპირებთ, რომ გქონდეთ უსათუოდ გეყოლებათ კოლეგა, რომელიც უფროსს აღმერთებს. შესაძლოა ასე არ ფიქრობდეს მაგრამ აუცილებლად გამოხატავს ყოველ სიტყვასა თუ წინადადებაში. ეს იმდენად დამღლელია მზადაც კი ხარ დატოვო სამსახური, სამწუხარო კი ისაა რომ სხვაგანაც იგივე სიტუაცია დაგხვდება (ხო კარგი უმეტეს შემთხვევაში).

მთლიანობაში წიგნი კარგი წასაკითხია, ის არ დაგღლით მრავალი პერსონაჟით და მოვლენების გაუგებრობით. ყველაფერი ცხადად და ნათლად ხდება, შესაბამისად კითხვაც საინტერესოდ მიდის.

 

01.08.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s