მოგონება – “რებეკა” – დაფნა დიუ მორიე

დაფნა დიუ მორიე - რებეკამოლოდინებით ვცხოვრობთ. ველოდებით რაღაცას: აი ახლა ის განსაკუთრებული შემოვა, აი ახლა დამაწინაურებენ, აი ახლა გამომიგზავნიან შესანიშნავ წინადადებას, არადა მსგავსი რამ მხოლოდ 1 პროცენტის შემთხვევაში თუ მოხდება. ამიტომ ვეცადოთ მოლოდინებისგან განვთავისუფლდეთ.

„რებეკა“ უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ ახალ გამომცემელს დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ. პირადად მე ყველაზე ხშირად წიგნის ფესტივალებზე ვიძენ.

დაფნა დიუ მორიე - რებეკა fდაფნა დიუ მორიე / Daphne du Maurier  (1907 -1989) ინგლისელი მწერალი და დრამატურგი იყო. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ბედნიერი დასასრულებით. ამასთანავე, მრავალი ნაწარმოები ადაპტირებულ იქნა ფილმებისთვის, მათ შორის „რებეკა“. დაფნა, მას შემდეგ რაც მისმა ნაწარმოებებმა პოპულარობა მოუტანა ის უფრო კარჩაკეტილი გახდა. მას  სამი შვილი ჰყავდა.

მოგონებები რამეზე ან ვინმეზე მუდმივად დაგვდევს. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი გონება მხოლოდ მოგონებებითაა დაკავებული, როცა რაიმეთი არ ვტვირთავ. გაქვთ ადგილი რომელიც საყვარელ ადამიანს გაგონებთ? ან თუნდა მოგონებებს გიღვიძებთ? ხშირად ასეთ ადგილებს უფრო გავურბივარ, ვიდრე მათკენ მივდივარ.

წიგნში შეხვდებით წყვილს – ცოლ-ქმარს, სადაც ქმარი ბატონობ ცოლზე თითქოს მისი პატარა ბავშვი ან მოსამსახურე იყოს. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ამაზრზენი და ამავდროულად სრულიად მიუღებელია. ძალაუფლება მხოლოდ ერთის ხელში საზიზღრობაა.

საიდუმლოს შენახვა საკუთარ თავთანაც კი გვიჭირს არათუ სხვისი საიდუმლოს არ გამხელა. დიახ, რთულია ენდო ადამიანებს და გაანდო ის რაც მხოლოდ შენ გეკუთვნის. არის მოგონება, რომელიც შენია და მხოლოდ შენთან უნდა დარჩეს.

მთლიანობაში წიგნი არაა დეტექტიური ჟანრის, მაგრამ ბოლოში გამოერევა, რაც თავისთავად მას უფრო საინტერესოს ხდის.

ნაწარმოებში ინგლისური სტილით იკითხება, მას მიამსგავსებთ “ემას” ან თუნდაც „ვაჟები და საყვარლებს“.

მწერლისაგან:

  • ცარიელი სახლიც შეიძლება ისეთივე სევდის მომგვრელი იყოს, როგორიც ხალხით გაჭედილი სასტუმრო, უბრალოდ, მასში მეტი ემოციაა;
  • მიხარია, რომ შეუძლებელია პირველი სიყვარულის ციებ-ცხელება ისევ განმეორდეს, რადგან, როგორც უნდა ამკობდნენ პოეტები, ის მაინც ტვირთია;
  • შუა ასაკში შეგიძლია სინდისის ქენჯნის გარეშე იცრუო, ახალგაზრდობაში კი სიცრუეს გამათრახებას ამჯობინებ.

04.08.2017
რატი ბახტაძე

  გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s