როცა მილიონი ჩინელი ახტება – “ჩინეთი დღევანდელ მსოფლიოში” – ჯონათან უოტსი

ჯონათან უოტსი - ჩინეთი დღევანდელ მსოფლიოში eსიტყვა ჩინეთის გაფიქრებაზე მოსახლეობის სიჭარბე გვახსენდება. შემდეგ ის იაფასიანი პროდუქტები, რომლებიც ამ ქვეყნიდან მოდის. ჩინეთი ეს არის ქვეყანა, რომელიც მოიხმარეს ყველაზე მეტ ჰაერს, წყალს და ბუნებრივ რესურსებს. ვიცი შესაძლოა ქართველებისთვის ცოტა აბსურდული წარმოსადგენი იყოს, მაშინ როდესაც ჩინეთში უმცირესობა რამდენიმე მილიონს წარმოადგენდეს.

“ჩინეთი თანამედროვე მსოფლიოში” გამოცემულია ა/ო “რადარამის” მიერ. „რადარამი” ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და ა.შ. თითოეული მათგანი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

ჯონათან უოტსი - ჩინეთი დღევანდელ მსოფლიოში e5ჯონათან უოტსი / Jonathan Watts მისი ბიოგრაფია ქვევით შეგიძლიათ იხილოთ წიგნის აღწერაში და მასზე არ შევჩერდები.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„გაზეთ „გარდიანის“ კორესპონდენტმა, ინგლისელმა ჯონათან უოსტმა, როგორც ჟურნალისტმა და გარემოს დამცველმა, ჩინეთის უკიდეგანო სივრცეში იმოგზაურა, რათა თავად ეხილა და შემდეგ მკითხველისათვის მოეთხრო, თუ ეკონომიკური განვითარებისაკენ მისწრაფება ხშირად როგორ საზიანოა ეკოსისტემისათვის. ამავე, დროს იგი გვერდს არ უვლის ჩინეთის ბოლოდროინდელ ძალისხმევას ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების მიმართულებით. თანამედროვე მსოფლიოში ჩინეთის გაზრდილი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ავტორი სვამს ყველასათვის საინტერესო კითხვას: იქცევა ჩინეთი „პირველი მწვანე ზესახელმწიფოდ“ თუ ის ჩვენს პლანეტას ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანს?

უოტსის წიგნში შესულია ჩინეთში მოგზაურობისას არა მარტო უამრავ რესპოდენტთან მისი საუბრის ჩანაწერები, არამედ სხვადასხვა დარგის უცხოელ თუ ჩინელ მეცნიერთა მოსაზრებანი და ოფიციალური სტატისტიკური ცნობები ჩინეთში გარემოს დაცვის პრობლემათა შესახებ. ამგვარი მრავალფეროვნება წიგნს სამეცნიერო-პოპულარულსა და დოკუმენტურ ხასიათს სძენს და საკითხავად უაღრესად მიმზიდველს ხდის. სწორედ ამიტომ წიგნის ქართველ გამომცემელნიც დარწმუნებულნი არიან, რომ თანამედროვე ქართველი მკითხველი მის წასაკითხად უთუოდ გამონახავს დროს, წაკითხვის შემდეგ კი ჩაფიქრდება დედამიწის ხვალიდნელ დღეზე.“

სანამ უშუალოდ წიგნის ჩემეურ მიმოხილვას დავიწყებებ გეტყვით, რომ სათაური “როცა მილიონი ჩინელი ახტება / When a Billion Chinese Jump” წიგნის ნამდვილი სახელია. გამომცემლობამ სათაური “ჩინეთი თანამედროვე მსოფლიოში” საქართველოში არსებული ჰობიისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო აარჩიეს. 

ჩინეთი, დიახ სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ თუ რის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი. მისი ტერიტორია და ხალხის რაოდენობის აღქმა რთულია. თითო ოროლა ადამიანი თუ ვიცი ვინც ცოტათი მაინც ერკვევა ჩინეთში მიმდინარე მოვლენებზე განსაკუთრებით კი გარემოს დაცვით საკითხებში. წიგნი მოგცემთ საშუალებას მთლიანად გაეცნოთ ჩინეთის შიდა სამზარეულოს.

ბევრისგან მომისმენია, რომ ზოპარკში დატყვევებული ცხოველები აუცილებლად უნდა გაუშვან. იშვიათად თუ ფიქრობს ვინმე, რომ მათი გაშვებით შეიძლება ეს ცხოველები საერთოდ გადაშენდნენ. იშვიათად თუ ესმის ვინმეს, რომ დედამიწაზე ცოტაა ადგილი, სადაც შენარჩუნებულია ველური ბუნება, სადაც ცხოველები ისევე კარგად გრძნობენ თავს, როგორც ათასობით წლის წინ. ადამიანები მომხმარებელნი ვართ, შესაბამისად ჩვენ მოვიხმართ ბუნებას და მასში არსებულ ყველანაირ რესურს.

რა განცდა გიჩნდებათ, როცა იგებთ რომ რომელიღაცა ცხოველი გადაშენდა? ცოტათი თუ გრძნობთ თავს დამნაშავედ, თუ დამნაშავედ იმ ქვეყნასა და ხალხს აბრალებთ რომელიც ათასობით კილომეტრითაა დაშორებული, სადაც ეს ცხოველი ბინადრობდა? იქნებ შენ ხარ დამნაშავე, რომელიც მოუთმენლად ელი ახალი მობილურის, კომპიუტერისა თუ სხვა ათასგვარი ტექნიკის გამოსვლას და მის შეძენას. არა აქვს მნიშვნელობა, სად ვართ, ნებისმიერი ცხოველის, თევზის, ქვეწარმავლის თუ სხვა დედამიწის ბინადრის გადაშენებაში ყველანი დამნაშავე ვართ.

ჩინეთი ნაგვის გადამუშავებით პირველი ქვეყანაა, ერთის მხრივ იფიქრებთ, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ არადა პირიქით. ნაგვის გადამუშავებას საკუთარი სტანდარტები სჭირდება, წინააღმეგ შემთხვევაში იმავე შედეგს მიიღებ, უარეს თუ არა, ნაგვის დამარხვით. ჩინეთი ნაგვის იმპორტირებას ახდენს განვითარებული ქვეყნებიდან. ნაგავი ეს თანამედროვე სამყაროს უძვირფასესი რესურსია, რომელის შესაბამისი გადამუშავება გარკვეული პერიოდის შემდგომ აუცილებლად მოგცემთ მოგებას.

ჩინეთი იმდენად არის თვით შეპყრობილი, რომ არის სოფლები, რომლებიც ადამიანის ფერმებია, დიახ ფერმები. აქ ადამიანები შემოსავლისთვის სისხლს ყოველკვირეულად რამდენჯერმე აბარებენ,

იმის გაცნობიერება, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი სასიამოვნოა, მაგრამ ამისთვის ჯერ სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ რომ გლობალური დათბობა რეალურია. ამისთვის ისინი ერთად უნდა შეთანხმდეს და გადადგან ნაბიჯები განახლებად ენერგიაზე, ისეთი როგორიცაა ქარისნ მზის, ზღვის და ა.შ.

დამატებით ვფიქრობ გაგიზიაროთ უაშუალო წიგნის ავტორის ლექცია:

11.08.2017
რატი ბახტაძე

„რადარამის“ სხვა წიგნები/მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s