სამკუთხედი – „შიშის ველი“ – არტურ კონან დოილი

არტურ კონან დოილი - შიში ველი.JPG

რამდენიმე დღის წინ ავტობუსით ვიმგზავრე, ჩემს სახლამდე ასე 40 წუთი მაინც უნდა. თან სატარებელი წიგნი ამოვიღე და კითხვა დავიწყე. ვიჯექი თავჩარგული. ამ დროს შუა ხნის ასაკის კაცი მომიახლოვდა და ხელი დამადო (ყურსასმენები მეკეთა), რათა ყურადღება მიექცია.  გაუკვირდა და თან მადლობა გადამიხადა – „ამდენიხანია ავტობუსით დავდივარ და ძალიან იშვიათად ახალგაზრდის ხელში თუ ვინმეს შევამჩნევ წიგნსო.“ მე უბრალოდ გავუღიმე. მყისიერად ვერაფერი მოვიფიქრე. ამ დროს ავტობუსი გაჩერდა და ჩავიდა. გამოლაპარაკებაც ვერ მოვასწარი. თავი ავწიე და მიმოვიხედე. მართალი აღმოჩნდა. მგზავრები უკვე მერამდენედ შესცქეროდნენ ნაცნობ შენობებსა და ქუჩებს. (გთხოვთ ამას რომ ვიძახი ცუდად არ გამიგოთ). და ამ დროს ერთად გვებადება კითხვა. რისი ბრალია? ზიხარ 10, 20 და ზოგჯერ 60 წუთი. ნუთუ წიგნები არ გვაქვს საკმარისი? არადა წიგნების გაყიდვით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა. იქნებ კითხვა არ ვიცით? დიახ, პრობლემა ესაა, კითხვა დაგვავიწყდა – წიგნების კითხვა (აქ კაი მოხუცივით ვწერ). იქნებ შემდგომში ამ ბლოგის მკითხველო, წიგნი ჩაიგდო ჩანთაში და თავისუფალ დროს ტრანსპორტში იკითხო. მადლობას პირადად თუ არა შორიდან, რომ დაგინახავ ისე გადაგიხდი და გამიხარდება.

არტურ კონან დოილის „შიშის ველი“ გამომცემლობა „ოჩოპინტრეს“ სერიის თან სატარებელი წიგნების ნაწილია. ამ გამომცემლობის შესახებ წიგნების საერთაშორისო ფესტივალზე შევიტყვე. ამ სერიის ყველა წიგნი შევიძინე და გადავწყვიტე ისინი მხოლოდ და მხოლოდ სახლის გარეთ ვიკითხო – პარკებში, ბაღებში, სკვერებში და ა.შ. წიგნები არამარტო გონებისთვის სასარგებლო არამედ სხეულისთვისაც სასიამოვნო გახდა  – რამდენი დროც კითხვას მოვანდომე იმდენი ვისვენებდი ჰაერზე და სიმწვანეში.

არტურ კონან დოილი - შიში rსერ არტურ იგნატიუს კონან დოილი / Sir Arthur Ignatius Conan Doyle (22 მაისი, 1859, ედინბურგი – 7 ივლისი, 1930, კროუბორო), შოტლანდიელი მწერალი, ცნობილი დეტექტივის, შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟის შემქმნელი. დეტექტიური რომანის ინოვატორი. იგი სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, თეტრისა და პოეზიის ჟანრშიც მუშაობდა. კონანი თავდაპირველად მისი შუასახელი იყო, თუმცა ბოლო დროს მან იგი საკუთარი გვარის ნაწილი გახადა.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ართურ კონან დოილი… ეს სახელი ჩვენთვის, აბსოლუტური უმრავლესობისთვის ბავშვობიდან, წარუშლელ შთაბეჭდილებებთან, მძაფრ შეგრძნებებთან და რა თქმა უნდა, მის უმთავრეს გმირთან – შერლოკ ჰოლმსთან ასოცირდება. მწერალი საკუთარმა შექმნილმა გმირმა ისე დაატყვევა, დიდი მცდელობების მიუხედავად მისგან თავის დაღწევა ვეღარ შეძლო. ერთგულმა მკითხველებმა და გამომცემლობებმა მას ამის ნება არ მისცეს. თუმცაღა, სიმართლე რომ ვთქვათ, ვერავის დაადანაშაულებ. მთავარი „დამნაშავე“, ალბათ, მაინც თავად არტურ კონან დოილი და მისი გენიალური შერლოკ ჰოლმსია. საქართველოში ბევრს ჰგონია, რომ შერლოკ ჰოლმს კარგად იცნობს. ბავშვობიდან, და მისი ყველა ისტორიაც ზეპირად იცის, არადა, „შიშის ველი“ არტურ კონან დოილის ის რომანია, რომელიც პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე. ჩვენი გამომცემლობის მიერ „ოჩოპინტრე“ ამით ძლიერ ამაყი და ბედნიერია. იმედია, ამ წიგნს სხვადასხვა ასაკის მკითხველი არ მოაკლდება, რადგან ვერ ვიტყვი, რომ „შიშის ველი“ საბავშვო-საყმაწვილო საკითხავია. პრინციპში, ლიტერატურის ასაკობრივად დაყოფაც ხომ მეტისმეტად პირობითია… სიმბოლური დამთხვევაა ის, რომ პირველად ამ რომანის გამოქვეყნება 1914 წელს დაიწყო და 1915 წლის მაისამდე ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა „The Strand Magazine”-ში. ქართული თარგმანი ერთი საუკუნის შემდეგ გამოიცა. გამომცემლობისგან.“

წიგნი თავისთავად საინტერესოა. კონან დოილი ხომ ის მწერალია, რომელიც სურვილს გაგიჩენს გამომძიებელი გახდე, ხოლო შერლოკი გმირი, რომელიც თითოეულ საგანზე დაგაფიქრებთ.

კითხულობ მკვლელობის სხვადასხვა ვერსიებს და შენთვის ისინი დამაჯერებელი ხდება, მაგრამ დაიწყებს რა შერლოკი საუბარს თურმე ყველაფერი პირიქით ყოფილა. ამას შემდგომში უფრო ირწმუნებ.

წიგნის მეორე ნაწილი უკვე არა შერლოკისეული და მაინც თხრობა თავშესაქცევია. ის დაკავშირებულია საინტერესო ამბავთან. ცოტა ამერიკულ მაფიასთან და საიდუმლო კავშირებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მთლიანობაში ნაწარმოები გემრიელად იკითხება, იმდენად რომ რთულია მასზე კიდევ დაწერო.

17.08.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s