“სწრაფად წინ” – უილიამ ანთოლისი, სტროუბ ტალბოტი

უილიამ ანთოლისი, სტროუბ ტალბოტი - სწრაფად წინსაშინელებას რასაც ვხედავთ – გარემოთი ვაჭრობა. დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვერ ხვდება, რომ ბუნებრივი რესურსები ამოწურვადია და მათ შორის დედამიწაც როგორც მისი ნაწილი საკუთარ თავს ამოწურავს. ლავირება ეკონომიკის განვითარებაზე (გარემოს დაცვის გარეშე) მხოლოდ და მხოლოდ ახლო პერსპექტივაა, შორეული ხედვით კი ეს ეკონომიკა საერთოდ არ იარსებებს.

„სწრაფად წინ“ ა/ო “რადარამის” მიერ. „რადარამი” ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და ა.შ. თითოეული მათგანი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

უილიამ ანთოლისიუილიამ ანთოლისი ბრუკინგსის ინსტიტუტის მმართველი დირექტორია. ამავე დროს იგი სამთავრობო კვლევების უფროსი მრჩეველიცაა. ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში საერთაშორისო ეკონომიკური საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლდათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ეროვნული ეკონომიკურ საბჭოებში. იგი იყო თეთრი სახლის კლიმატის ცვლილებების პოლიტიკის ჯგუფის დირექტორის მოადგილე და კიოტოში მოლაპარაკებების ჯგუფის წევრი.

სტროუბ ტალბოტი - სწრაფად წინსტროუბ ტალბოტი, ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტი. 7 წელი მსახურობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე. ოცდაერთი წელი მუშაობდა ჟურნალ „თაიმსის“ რეპორტიორად, ფელეტონისტად და რედაქტორად. მისი წინა ნაშრომებია „დიდი ექსპერიმენტი“, „ინდოეთის ჩართვა“ და „რუსული ხელი“

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„„სწრაფად წინ“ დამწყებთათვის გამიზნული სამეცნიერო სახელმძღვანელოა, რომელიც გვეხმარება გავიგოთ: რა ვიცით ან რა არ ვიცით გლობალური დათბობის შესახებ; რატომ არის საჭირო გონივრული და სწრაფი რეაგირება კლიმატის ცვლილებების დროს; რატომ იქნება დაბალკარბონიან ეკონომიკაზე გადასვლა ისტორიაში ყველაზე რთული და პოლიტიკურ-ეკონომიკური ოპერაცია და რატომ მოითხოვს იგი ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგნების რადიკალურ შეცვლას.“

წიგნში მარტივად და ზუსტად წერია გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზები და მათი შედეგები არგუმენტირებულად გამყარებული.

ავტორები მოგვითხრობენ აშშ-ი განვითარებულ მოვლენების უახლოეს წარსულში. თუ რა ნაბიჯებს დგამდნენ პრეზიდენტები, რა წინააღმდეგობას აწყდებოდნენ და რა შედეგი გამოიღო ამან. ფაქტობრივად შესაძლებლობა გვაქვს ჩავიხედოთ შიდა პოლიტიკურ სამზარეულოში.

საინტერესოა რომ ევროკავშირი საუკეთეს მაგალითად მოიხსენიება, როგორც გარემოს დაცვის მხრივ მოწინავე ორგანიზაციაა. მათ შორის ემისიების შემცირებასთან მიმართებით. საქართველო ევროკავშირს რაც უფრო უახლოვდება, ჩათვალეთ, რომ მთლიანად სახელმწიფო გარემოს მიმართ უფრო მეგობრული ხდება.

ამონარიდი წიგნიდან, რომელმაც შესაძლოა თქვენი ცხოვრება შეცვალოს:

„ადამიანები საკუთარ თავს ფარისევლურად – ანთროპოლოგიური სახელწოდებით მოვიხსენიებთ – ჰომო საპიენს, რაც ხშირად ითარგმნება, როგორც – „ადამიანი, რომელმაც იცის“. სამწუხაროდ, ამ ტერმინის მნიშვნელობას ჩვენ ნამდვილად ვამართლებთ: ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, პირველი თაობა ვართ, რომელმაც იცის, რომ ცხოვრობს „გლობალური დათბობის ეპოქაში“. ამასთანავე, შეიძლება ბოლო თაობაც ვიყოთ, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რაღაცის გაკეთების შანსი გლობალური დათბობის წინააღმდეგ. ჩვენი წინამორბედები თავს უცოდინრობით იმართლებდნენ. ჩვენი მემკვიდრეები თავს უმწეობით გაიმართლებენ. ჩვენ კი თავის გასამართლებელი მიზეზი არ გაგვაჩნია.“

15.08.2017
რატი ბახტაძე

„რადარამის“ სხვა წიგნები/მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s