მოგზაურობის დასაწყისი – „თვით მახვილი“ – ჯო აბერკრომბი

ჯო აბერკრომბი - თვით მახვილიწყეული მიზანი! რატომ? მის გარეშე არაფერი ვართ. მის გარეშე გამოჩერჩეტებული ცხოველებო ვართ. მიხნის გარეშე პირუტყვები ვართ, რომლებიც მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ დღე როგორ გავიტანოთ და ვიკვებოთ. არა და არა, აქ საუბარი არ მაქვს ღარიბ ადამიანებზე. არამედ ზოგად პრინციპზე, როდესაც შენს ცხოვრებას მიზანი არ ამოძრავებს. რა შერიძლება იყოს ეს მიზანი? ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

„თვით მახვილი“ ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

ჯო აბერკრომბი - თვით მახვილიrჯო აბერკრომბი / Joe Abercrombie (დაიბადა 1974 წელს) ლანკასტერში დაბადებული ინგლისელი მწერალია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ სატელევიზიო კომპანიისთვის მუშაბდა, შემდგომ კი ფრილანსერი გახდა. მან თვითმახვილზე / The Blade Itself მუშაობა 2002 წელს დაიწყო, 2004 წელს კი ოჯახის ფინანსური დახმარებით გამოსცა. 2006 წლისთვის კი მან პოპულარობა მოუტანა. ამის შემგომ 2007 წელს გამოსცა ტრილოგიის „პირველი კანონის“  მეორე ნაწილი Before They are Hanged და 2008 წელს მესამე ნაწილი Last Argument of Kings.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„თვით მახვილი“ ჩემი პირველი წიგნია. შესაძლოა, თავიდან რამდენიმე მოთხრობის დაწერა უნდა მეცადა, მაგრამ რატომღაც პირდაპირ ევერესტის დაპყრობა განვიზრახე“. – ჯოჯო აბერკრომბი

„ბრიტანელი ავტორის, ჯოჯო აბერკრომბის სადებიუტო რომანი, „პირველი კანონის“ ტრილოგიის დასაწყისი – „თვით მახვილი“, პირველად 2006 წელს გამოიცა და მალე „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერი გახდა.

უიღბლო ბარბაროსი, ბანქოს თამაშითა და ფარიკაობით განთქმული ოფიცერი, წამების მეთოდებში დაოსტატებული ინკვიზიტორი და საეჭვო რეპუტაციის მქონე ჯადოქარი – ეს არამხოლოდ „თვით მახვილის“ პერსონაჟების ჩამონათვალია, არამედ იმ ფეთქებადი კოქტეილის ელემენტებიც, რომლებმაც აბერკრომბი, ამ რომანის შემდეგ, ფენტეზის სამყაროში ნამდვილ სუპერვარსკვლავად აქციეს.

არაპროგნოზირებადი, შავი იუმორითა და დაუვიწყარი პერსონაჟებით სავსე ისტორია წიგნს ხელიდან არ გაგაშვებინებთ, სანამ ბოლო გვერდს არ გადაშლით, ან თვალები არ ამოგიშრებათ.“

ვერ ვიტყვი, რომ წიგნმა დასაწყისიდანვე გამაოცა. ის ზედმეტად მარტივი მომეჩვენა. ასი გვერდის შემდგომ კი თხრობა უფრო საინტერესო გახდა, მოვლენები დაიხლართა და წიგნიც ჩამთრევია გახდა.

ბრძოლები კარგად დახვეწილია, თხრობისას დაღვრილი სისხლი წინ წარმოგიდგება და გმირებისა არ იყოს საზარელმა სანახაობამ შესაძლოა გულის რევის შეგრძნებაც გაგიჩინოს.

იმეზე კარგი რა არის როდესაც თითოეულ წიგნის პერსონაჟს ახლოს იცნობ? ბოლოსკენ უკვე ყოველი მათი სახელის ხსენებისას წინ მათი ხასიათი, შეხედულებები და გარეგნობა წარმოგიდგება – თითქოს უკვე იცი მათი შემდგომი ნაბიჯი რა იქნება.

ეჭვი გარკვეულ საკითხებზე მუდამ გვაწუხებს, ხშირად მის ამოსახსნელად არაფერს ვაკეთებთ, ზოგჯერ კი პირიქით მასზე ვეძებთ პასუხებს. იცით მაქვს ისეთი რამ რაზეც წლებია ვფიქრობ და პასუხი ჯერაც არ მიპოვია.

ვცდილობთ ის ვთქვათ რასაც არ ვფიქრობთ. ამით საკუთარ სიძლიერეს ვავლენთ? თუ სისუსტეს? ადამიანის პირდაპირობა ზოგჯერ უზრდელობად ზოგჯერ კი საქებად გამოიყენება.

და ბოლოს გახსოვდეთ, რომ ამ წიგნში სისხლიანი შერკინებები და ორთაბრძოლები არ მოგაკლფებათ.

30.08.2017
რატი ბახტაძე

იხილეთ “პირველი კანონის” მიწები:

ჯო აბერკრომბი - თვით მახვილიr f.jpg

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s