ბავშვობა ობლად – „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ – ფიოდორ დოსტოევსკი

ფიოდორ დოსტოევსკი - ნეტოჩკა ნეზვანოვა -.jpgმიზნის მიღწევა რთულია. სააშკარაოზე შენი ნიჭის გამოტანა და მისი საზოგადოების მიერ დაფასება მოითხოვს დიდძალ ძალისხმევასა და ცოტაოდენ იღბალსაც. ამ უკანასკნელს იშვიათად ვაღიარებ, მაგრამ მას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აბა რას დავაბრალოთ საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა?

ფიოდორ დოსტოევსკის „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ გამომცემლობა „ოჩოპინტრეს“ სერიის თან სატარებელი წიგნების ნაწილია. ამ გამომცემლობის შესახებ წიგნების საერთაშორისო ფესტივალზე შევიტყვე. ამ სერიის ყველა წიგნი შევიძინე და გადავწყვიტე ისინი მხოლოდ და მხოლოდ სახლის გარეთ ვიკითხო – პარკებში, ბაღებში, სკვერებში და ა.შ. წიგნები არამარტო გონებისთვის სასარგებლო არამედ სხეულისთვისაც სასიამოვნო გახდა  – რამდენი დროც კითხვას მოვანდომე იმდენი ვისვენებდი ჰაერზე და სიმწვანეში.

Vasily_Perov_-_Портрет_Ф.М.Достоевского_-_Google_Art_Projectდოსტოევსკის ბიოგრაფიაზე არაფერს არ ვიტყვი, რადგან ინტერნეტში მასზე ისედაც ბევრი მოიპოვება და ამას მათ დავუთმობ ვინც ამის სპეციალისტია. ბლოგს მხოლოდ მის სურათს დავურთავ.

დოსტოევსკის სხვა ნაწარმოებები „ოჩოპინტრესგან“:

– ფიოდერ დოსტოევსკი – „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“

– ფიოდერ დოსტოევსკი – “ორეული”

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ნეტოჩკა ნეზვანოვა“ ფიოდორ დოსტოევსკის მესამე ნაწარმოებია, რომელსაც გამომცემლობა „ოჩოპინტრე“ სთავაზობს თავის მკითხველს. ეს ვრცელი მოთხრობა თუ მცირე რომანი, დოსტოევსკის დაუსრულებელი ნაწარმოებია. „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ მწერლისთვის ჩვეული თხრობის სტილითა და ღრმა ფსიქოლოგიური წიაღსვლებით გამოირჩევა. ვფიქრობ ქართველი მკითხველისთვის კარგი საჩუქარი იქნება ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის ამ უსამართლოდ მივიწყებული წიგნის გამოცემა. გამომცემლისგან“

წიგნში შევხვდებით ადამიანს რომელიც საკუთარ ნიჭს სასმელში ღაფავს. ამით არა მარტო საკუთარ თავს არამედ მთლიანად საზოგადოებას აკლებს ბედნიერებას. და ზოგადად საზოგადოებას მიანიჭოს ბედნიერება ჰყავდეს საუკეთესო მუსიკოსი, საუკეთესო კომპოზიტორი, მწერალი და ა.შ.

ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე მეტად ორი რამ გვამახსოვრდება, უფრო სწორად ორ რამესთან დაკავშირებული რამ. ერთი ბედნიერი მომენტები მეორე კი უბედური. ეს ორი უკიდურესობა ერთმანეთის გვერდით მოგონებებში დანავარდობენ.

კითხვისას მთლიანად ეფლობი მთხრობელის გრძნობებში. შენ ის ხდები, ის კი შენ. იმდენად კარგადაა განცდები გადმოცემული აღელვება თუ ბედნიერება შენიც ხდება (თავისთავად თარგმნელსაც მიუძღვის ამაში წილი).

რა არის ოჯახური სიმყუდროვე? განა სიყვარულია, თუ სისხლია მშობლების ჩვენს სისხლში.

აღწერაში წერია, რომ დაუსრულებელი რომანია. ნაწარმოების დასრულებისას ვიფიქრე – „იქნებ ასე სჯობს“. ამ შემთხვევაში გონებას ხომ მეტ გასაქანს ვაძლევთ? ვფიქრობთ სად წავიდა? რა მოუვიდა მთავარ გმირს? რა მოხდა შემდგომ, რატომ გაჩუმდა და არ დაასრულა მწერალმა? ამიტომაც საინტერესო  ხშირად დაუსრულებელი ისტორიებია.

09.04.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s