მისტერიები – „ფანტასტიკური მოთხრობები“ – თეოფილ გოტიე

თეოფილ გოტიე - ფანტასტიკური მოთხრობებიჩემი ბლოგის კითხვისას შეამჩნევდით რაოდენ მიყვარს ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებები. ამიტომაც თეოფილ გოტიეს ეს წიგნი შეიძლება ითქვას ერთი ამოსუნთქვით ვშთანთქე. მისი ისტორიები დიდად განსხვავბდება სხვა ნაწარმოებებისგან, რომელიც ამ ბლოგზე გინახავთ.

თეოფილ გოტიეს „ფანტასტიკური მოთხრობები“ გამომცემლობა „ოჩოპინტრეს“ სერიის თან სატარებელი წიგნების ნაწილია. ამ გამომცემლობის შესახებ წიგნების საერთაშორისო ფესტივალზე შევიტყვე. ამ სერიის ყველა წიგნი შევიძინე და გადავწყვიტე ისინი მხოლოდ და მხოლოდ სახლის გარეთ ვიკითხო – პარკებში, ბაღებში, სკვერებში და ა.შ. წიგნები არამარტო გონებისთვის სასარგებლო არამედ სხეულისთვისაც სასიამოვნო გახდა  – რამდენი დროც კითხვას მოვანდომე იმდენი ვისვენებდი ჰაერზე და სიმწვანეში.

თეოფილ გოტიე - ფანტასტიკური მოთხრობებიeთეოფილ გოტიე / Pierre Jules Théophile Gautier (1811-1872) ფრანგი პოეტი, დრამატურგი, ნოველისტი ჟურნალისტი, ხელოვანი და ლიტერატურის კრიტიკოსი იყო.  მისი ნაწარმოებები გამოირჩევა უჩვეულო თხრობით და ხშირად რთულია მისი ნაწარმოებების მისადაგება, რომელიმე ერთ კონკრეტულ ჟანრთან. დამატებით ბიოგრაფიის წაკითხვა ამავე წიგნში ნესტან იორდანიშვილის წინათქმაში შეგიძლიათ.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„თეოფილ გოტიეს სახელი ლიტერატურის მოყვარულთათვის, რა თქმა უნდა, უცნობი არ არის თუმცაღა უმეტესობა მას, როგორც პოეტს იცნობს. არადა მან საკმაოდ მდიდარი პროზაული მემკვიდრეობა დატოვა.

კრებული „ფანტასტიკური მოთხრობები“ თეოფილ გოტიეს ცხრა მოთხრობას აერთიანებს და პირველად ისტამბება.

ვფიქრობ, ისეთი დიდი პოეტის მოთხრობების თარგმნა ქართულ ენაზე, როგორიც გოტიეა, დიდი საქმეა და ქართველი მკითხველის დაინტერესებასაც გამოიწყვევს. გამომცემლისგან.“

კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები:

  • ყავადანი;
  • შეყვარებული მკვდარი;
  • ჩიბუხი ოპიუმი;
  • ორმაგი მხედარი;
  • მუმიის ფეხი;
  • არია მარცელა;
  • ბულბულის ბუდე;
  • ომფალე;
  • ორი მსახიობი ერთ როლში.

ქალის სილამაზის აღწერა იმთავიდანვე იმაზე რთულია ვიდრე გვგონია. ქალი როგორც ფანტასტიკის მოვლენა იმაზე ლამაზია ვიდრე წარმოგვიდგენია. გოტიე ქალის მშვენებას საუცხოოდ წარმოაჩენს.

თხრობა არა ფანტასტიკური არამედ უფრო ზღაპრულია, ოღონდ ზღაპრები დიდებისათვის. გოტიე მოგაგონებთ იმ მთხრობელებს, რომლებიც ღამის მოჩვენებებსა და მოლანდებებზე დამაჯერებლად ყვებიან.

მოთხრობა “მუმიის ფეხი” (და არა მარტო) თქვენ თვალწინ გააცოცხლებს ძველ ეგვიპტეს. ეს ცალკეული სამყარო ჩემთვის დიდად მომხიბვლელია. წარმოიდგინეთ ჩვენთვის რომის იმპერიამდე დროის შუალედი იგივეა, რაც რომსა და ძველ ეგვიპტეს შორის.  რამდენად გასაოცარი და ამოუხსნელი იქნებოდა მათვისაც პირამიდები (ამოუხსნელს მის მისტიურ და პოეტურ მხარეს ვგულისხმობ).

ანტიკურ სამყაროში ცხოვრება თუ თქვენი ოცნებაა და გსურთ ეს ცხოვრება წარმოსახვაში მაინც იხილოთ, გოტიეს მოთხრობები ამაში დაგეხმარებათ.

გოტიეს ნაწარმოებებიდან თუ მოთხრობებიდან ეს პირველია, რომელსაც გავცნობილვარ. ნაწარმოების დასრულებისას მომინდა მეტი წამეკითხა, მაგრამ ინტერნეტში ძებნის მიუხედავად სხვა ქართულად ნათარგმნი ვერ ვიპოვე.

2017.09.07
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s