„სხვა ცხოვრება“ – სერგეი დოვლატოვი

სერგეი დოვლატოვიყოველთვის მიხარია, როცა ქართველებზე წერენ და ვკითხულობ – ცუდს თუ კარგს სხვა საკიხთია. სხვისი თვალით დანახული საკუთარი თავი მეტ თვალსაწიერს გვაძლევს. სარკეში რაც არ უნდა ვიყუროთ საკუთარ თავს ბოლომდე მაინც ვერ შევიცნობთ.

„სხვა ცხოვრება“ გამომცემლობა „ოჩოპინტრეს“ სერიის თან სატარებელი წიგნების ნაწილია. ამ გამომცემლობის შესახებ წიგნების საერთაშორისო ფესტივალზე შევიტყვე. ამ სერიის ყველა წიგნი შევიძინე და გადავწყვიტე ისინი მხოლოდ და მხოლოდ სახლის გარეთ ვიკითხო – პარკებში, ბაღებში, სკვერებში და ა.შ. წიგნები არამარტო გონებისთვის სასარგებლო არამედ სხეულისთვისაც სასიამოვნო გახდა  – რამდენი დროც კითხვას მოვანდომე იმდენი ვისვენებდი ჰაერზე და სიმწვანეში.

სერგეი დოვლატოვი - ჩემოდანი profკრებულში შესული მოთხრობების ავტორია რუსი ჟურნალისტი და მწერალი სერგეი დოვლატოვია / Сергей Донатович Довлатов (1941-1990). 1978 წელს, საბჭოთა კავშირის მხრიდან დევნის გამო, იგი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. დოვლატოვი ებრაელი ემიგრანტების “მესამე ტალღას” გაჰყვა საზღვარგარეთ. იგი ჯერ ვენაში ჩავიდა, შემდეგ კი ნიუ-იორკში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. დოვლატოვმა ემიგრაციაში 12 წელი გაატარა, გამოსცა 20 წიგნი. მისი ძირითადი ნაწარმოებები რამდენიმე ენაზე ითარგმნა. ავტორის შესახებ მეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სერგეი დოვლატოვის სხვა ნაწარმოებები „ჩემოდანი“ და „უცხოელი ქალი“ გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ უკვდავი ბიბლიოთეკის სერიის ნაწილითაც გამოვიდა. მიმოხილვა შეგიძლია იხილოთ აქ: ბმული.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„სერგეი დოვლატოვის „სხვა ცოხვრება“, რომელსაც გამომცემლობა „ოჩოპინტრე“ სთავაზობს მკითხველს მოთხრობების კრებულია და მწერლის შვიდ მოთხრობას აერთიანებს.

ალბათ უცნაურია, რომ სერგეი დოვლატოვის სახელი ქართველი მკითხველისთვის საკმარისად ცნობილი არ არის, არადა მისი წიგნები მსოფლიოს ბევრ ენაზეა თარგმნილი.

ვფიქრობ, მწერლის მეტად თავისებური, სადა თხრობის სტილი და საოცარი სევდანარები იუმორი გულგრილს არ დატოვებს ლიტერატური მოყვარულებს. გამომცემლობისგან“.

მოთხრობები გაჟღენთილია მსუბუქი ზოგადი ხუმრობებით, მთავარია შეგეძლოთ მათი ამოცნობა,. შენი კარგ ხასიათზე დაყენებას ხომ ზოგჯერ ერთი ღიმილიც ყოფნის? ეს კი რას გულისხმობს? იმას რომ არ მოიწყენთ კითხვისას.

მოთხრობები პატარა ჩვეულებრივი ისტორიები (აი „ყოფიერს“ რომ ვეძახით) თუმცა ცხოვრებისეული წესებით და შინაარსით დატვირთული.

და ბოლოს პატარა ციტირება დოვლატოვის მოთხრობიდან:

„საქართველოში უკეთესია. იქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ფულიც მეტია, ღვინოც და საგმირო ამბებიც. იქ ერთი მკვეთრი მოძრაობა და ხელიც მაშინვე დანის ტარისკენ გაურბით….

საქართველოში ქალები მკაცრები და მფრთხალები არიან, მათთან ხუმრობა არ ეგების. ყველამ იცის: ფაფუკ წამწამთა ბარიკადები – მიუდგომელია“.

11.09.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s