ლტოლვა და გაუგებრობა – “შემაძრწუნებლად თვითმპყრობელი”- ლენა ანდერსონი  

ლენა ანდერსონი - შემაძწრწუნებელი თვიმპყრობელირთულია იპოვი ადამიანი,რომელთანაც შეგეძლება ისაუბრო უსასრულოდ, რომელთანაც საუბარი არ მოგბეზრდება და მასთან ბაასი რამდენჯერაც არ უნდა დაიწყო ყოველთვის საინტერესოდ მთავრდება. ხოლო ყოველივეს რაც საინტერესოდ მთავრდება აუცილებლად აქვს მისნაირი დასაწყისი.

“შემაძრწუნებლად თვითმპყრობელი“ გამომცემლობა „ოჩოპინტრეს“ სერიის თან სატარებელი წიგნების ნაწილია. ამ გამომცემლობის შესახებ წიგნების საერთაშორისო ფესტივალზე შევიტყვე. ამ სერიის ყველა წიგნი შევიძინე და გადავწყვიტე ისინი მხოლოდ და მხოლოდ სახლის გარეთ ვიკითხო – პარკებში, ბაღებში, სკვერებში და ა.შ. წიგნები არამარტო გონებისთვის სასარგებლო არამედ სხეულისთვისაც სასიამოვნო გახდა  – რამდენი დროც კითხვას მოვანდომე იმდენი ვისვენებდი ჰაერზე და სიმწვანეში.

ლენა ანდერსონი - შემაძწრწუნებელი თვიმპყრობელი dლენა ანდერსონი / Lena Andersson (დაიბადა 1970 წელს) შვედი მწერალი და ჟურნალისტია. მისმა “შემაძრწუნებლად თვითმპყრობელი“ / Wilful Disregar, რომელიც მწერლის მექვსე წიგნია 2013 წელს  August Prize გამარჯვებული ნოველა გახდა.

უკანა ყდაზე ვკითხულობ:

„ესტერ ნილსონი პოეტი, ესეისტი და გონიერი ქალია, რომელსაც ასეთივე გონიერი სასიყვარულო ურთიერთობა აქვს. ერთ დღესაც მას ხელოვან ჰუგო რასკზე ლექციის წაკითხვას შესთავაზებენ. აქედან მოყოლებული, ესტერი მთელი თავისი არსებით დამოკიდებული ხდება ამ თითქოსდა უმანკო წადილზე.

ლექციის მსმენელთა შორის ჰუგო რასკიც იმყოფება და იგი აღტაცებული რჩევა ესტერის გამოსვლით. ისინი პირველად ხვდებიან ერთმანეთს და ამით იწყება მათი სასიყვარულო ამბავი – ბანალური თავისი უბრალო სისასტიკით და გრანდიოზული თავისი სრული თავდადებით.

„შემაძრწუნებლად თვითმპყრობელი“ არის რომანი იმის შესახებ, თუ რამდენად მზად ვართ საკუთარი თავის ღალატისთვის, რათა სხვას თავი შევაყვაროთ, თუ რამდენად გვიჭირს ავარიდოთ თავი ცდუნებას, რომ სხვისი სისუსტე არ გამოვიყენოთ, და რამდენად მრისხანე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას. ლენა ანდერსონი აღგვიწერს იმას, თუ რას ვგრძნობთ, როცა დაუდგრომელი ვნება ცალმხრივად შეგვიპყრობს. ეს ნაწარმოები დეტალურად შეისწავლის ძალაუფლებასა და შეპყრობილობას, ხან იუმორით და ხანაც ჩვენთვის მტკივნეული უშუალობით.

მსოფლიო მასშტაბით ამ წიგნის უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ქართულ ენაზე კი პირველად ითარგმნა და ვიმედოვნებთ, ქართველ მკითხველშიც დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს.“

მონატრება საყვარელი ადამიანის მარტივად გასაგებია და ამავდროულად ამოუცნობიც. წარმოიდგინეთ ადამიანი ერთ დღეს გენატრება, მეორე დღეს არა, მესამე დღეს კი ისევ გენატრება. ხშირად მგონია მონატრება უსასრულოა, მაგრამ ამასთანავე ზოგჯერ წყდება და მერე ისევ გრძელდება.

მომენტი როდესაც არ იცი რა გინდა, არ მაქვს საუბარი ზოგად მიზნებსა და ოცნებებზე, არამედ მომენტზე როდესაც ვერ გაგიგია ის გიყვარს თუ არა, გენატრება თუ არა, უნდა მიწერო თუ არა. თითქოს აქ სხვა ვარიანტი არც კი არსებობს.

ურთიერთობაში რთულია, როცა გაურკვევლობაში ხარ, არ იცი ზუსტად სად ხარ, ზედმეტად წინა თუ უკან, ეს კარგია თუ ცუდი და რას მოგიტანს ეს ყოველივე. უამრავი კითხვა გიტრიალებს და ხვდები რომ პასუხები მათ არა აქვს, რადგან პასუხები შენშია და შენ ხარ.

და კითხვა, რომელიც ყოველთვის ისმება: ვინ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი? მე კი გეტყვით მათ ვისაც სიყვარული ჯერ არ ჰქონიათ და მათაც ვისაც სიყვარული განუცდიათ. ორივე შემთხვევისთვის გეცოდინებათ შეყვარებული ადამიანი ზუსტად რას განიცდის.

ავტორისგან:

  • სიყვარულს იმიტომ ვეძებთ, რათა ვიგრძნოთ, რომ ვიღაცა გვხედავს;
  • არ არსებობს იმაზე აუტანელი მარტოობა, რომელიც იმ ოთახში რჩება, რომელიც შენმა საყვარელმა წეღან დატოვა;
  • ხალხის პირველადი მოთხოვნილება ვალდებულებებისგან თავისუფლება იყო და არა ვერბალური ეროტიკა, რადგან პირველს მუდამ უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე სუბსტანციასა და მნიშვნელობას;
  • საბოლოო განაჩენი გაცილებით უფრო ადვილი გადასატანია, ვიდრე გაურკვევლობა.

15.09.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s