ფერადი კანი – „თეთრი კბილები“ – ზეიდი სმითი

ზეიდი სმითი - თეთრი კბილები

მეოცე საუკუნე თითქოს ახლოსაა, მაგრამ მისგან ბუნებითა და ხასიათით დიდად განვსხვავდებით. მეოცეში დავიბადე, მაგრამ თავს ახალი საუკუნის შვილად ვთვლი. წიგნში გაიხსენებთ მეოცე საუკუნეს როგორც წარსულის მოგონებას.

„თეთრი კბილები“ უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ გამომცემელს დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ. პირადად მე ყველაზე ხშირად წიგნის ფესტივალებზე ვიძენ.

ზეიდი სმითი - თეთრი კბილები g.jpgზეიდ სმითი / Zadie Smith (დაიბადა 1975 წელს) ინგლისელის ნოველისტი, ესეისტი და მოკლე მოთხრობების მწერალია. ის 2002 წელს Royal Society of Literature წევრი გახდა. 2004 წელს BBC-ის გამოკითხვამ ის მეოცე საუკუნის 20 გავლენიან პირს შორის მოხვდა, რომელთაც გავლენა მოახდინეს ბრიტანულ კულტურაზე. ის წარდგენილ იქნა მრავალ ნომინაციაში და მიღებული აქვს სხვადასხვა პრიზები. „თეთრი კბილები“ 2000 წელს გამოვიდა ჟურნალ Time-ის მიხედვით შეტანილია TIME 100 Best English-language Novels from 1923 to 2005.

თხრობა ერთი დროიდან მეორეში ბუნებრივად გადადის, გიჩნდება განცდა თითქოს ერთ ხაზზე მიდიხარ.

რელიგიის დაპირისპირება საკუთარ აზრებთან და გონებასთან ის გამოცდაა, რომელიც უნდა გავიაროთ. რა შედეგს მივიღებთ  არ იქნება არც კარგი და არც ცუდი. უბრალოდ მივიღებთ პასუხს საკუთარ თავში და არავის არა აქვს უფლება ის ცუდ ან კარგ პასუხად მონათლოს.

თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს  წინაპრებს? დედაზე და მამაზე, ბებიაზე და ბაბუზე არ გეკითხებით, რომელთაც პირდაპირ თუ ირიბად თქვენზე გავლენა აქვთ, არამედ დიდ ბებია-ბაბუაზე და მათ იქით. ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ? რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი?  გჯერათ რომ გენებს მნიშვნელობა აქვს? თუ ის დიდი თავადი იყო, ამით გემატებათ რამე? სიამაყით აღივსებით? და თუ მხდალი და ქვეყნის გამყიდველი, მაშინ იტყვით „სულაც არ აქვს მას ჩემზე რაიმე გავლენა“?

გვაქვს ასაკი როდესაც ხვდები რომ გადახვედი რაღაც ზღვარს, ცხოვრების რაღაც ეტაპი დაამთავრე. ამასთან შეგუება რთულია, მაგრამ დრო მაინც თავისას შვება.  გარდატეხაა თითქოს ერთი ცხოვრებიდან მეორეში.

და ბოლოს, ნაწარმოები შეიძლება მოგეწონოთ და შეიძლება არა, გააჩნია თქვენს ხასიათს კითხვისას (დიახ ეს წიგნია, რომელსაც საკუთარი განწყობა სჭირდება) და შინაგან კულტურას.

ავტორისგან:

  • არასდროს ხარ ისეთი ძლიერი, როცა ზღვარს გადააბიჯებ და გაღმა, სასოწარკვეთის ნაპირზე გახვალ.

18.09.2017
რატი ბახტაძე

წიგნის წარდგენა:

  გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s