თან დასასრული და თან დასაწყისი – „ქალაქი“ – კლიფორდ დ. სიმაკი

კლიფორდ დ სიმაკი - ქალაქიდაფიქრდით კაცობრიობა ბოლო 100-150 წელის განმავლობაში რამდენად შეიცვალა.  იმ დროის ადამიანებისთვის სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა ქალაქი სავსე ავტომობილებით, ქვეყნები დასერილი გზატკეცილებით და დაკავშირებული აეროპორტებით. თითქოს მართლაც ფანტასტიკის ხანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩემი მიზანი ამის თქმის სულ სხვაა. დღეს ჩვენც ვფიქრობთ როგორი იქნება კაცობრიობა 100-150 წლის შემდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი წარმოდგენა მომავალ რეალობასთან ახლოსაც არაა.

„ქალაქი“ „პორტალის“ სერიის მეორე წიგნია. „პორტალი“ გამომცემლობა პალიტრა L-ის სერიაა, რომელიც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს გთავაზობს. ეს არის მკითხველების მიერ შერჩეული წიგნები, ერთგვარი რეკომენდაცია, რომ წაიკითხოთ, ისიამოვნოთ და ტელეპორტირდეთ სხვა სამყაროში. ესაა საჩუქარი – მკითხველს მკითხველისაგან.

კლიფორდ დ სიმაკი - ქალაქი 3კლიფორდ დ. სიმაკი / Clifford Donald Simak  (1904-1988) სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ცნობილი ამერიკელი მწერალია. სიმაკი სამჯერ გახდა „ჰიუგოს“ პრესტიჟული დაჯილდოების ტრიუმფატორი. იგი „ნებულას“ გამარჯვებულიცაა. 1977 წელს კლიფორდ დ. სიმაკმა ამერიკის სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის მწერალთა საუკეთსო სამეულში დაიმკვიდრა თავი, გარდაცვალების შემდეგ კი, 1988 წელს ბრემ სტოკერის სახელობის ჯილდო მიაკუთვნეს.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„სადამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო ცივილიზაციის განვითარებამ და ადამიანის დაუცხრომელმა ჟინმა, გაბატონდეს ბუნებასა და სხვა ადამიანებზე? სწორედ ამაზე მოგვითხრობს სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსის, კლიფორდ დ. სიმაკის რომანი „ქალაქი“

კაცობრიობის მომავალს საფრთხე ემუქრება, ანუ იგი დასასრულისკენ მიექანება. თუმცა ამის მიზეზი არ იქნება არც ბირთვული ომი, არც ეკოლოგიური კატასტროფა, არც რაიმე პანდემია, ასტეროიდის დაჯახება თუ უცხოპლანეტელთა შემოსევა. მიზეზი წარმოუდგენლად ფანტასტიკურია…

„ქალაქი“ ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. „

შესავალი გარკვეულ წილად წარმოდგენას გვიქმნის წიგნზე, გვიყვება მისი შექმნის ისტორიას. მოთხრობები სანამ წიგნად ჩამოყალიბდებოდა დროთა დინებები განვლო, რათა მიგვეღო ის რაც დღესაა. დროის გრძელ მონაკვეთში კი რომანი გვევლინება, როგორც პერსონა საკუთარი ბიოგრაფიით.

მონატრება საკუთარი სახლის, ნოსტალგია ქვეყნის, იმ ადგილის სადაც გაიზარდე და ცხოვრების ნაწილი გაგივლია. ბევრი მიგრანტისაგან მომისმენია რაოდენ ენატრებათ სამშობლო, თუნდაც ის ღატაკი და ერთი შეხედვით არა კომფორტული იყოს. იცით, მეც მქონია მსგავსი შეგრძნება –  უცხოეთში, მშვენიერ სასტუმროში, რბილ ლოგინზე ცივი ოთახი და მაგარი მატრასი მომნატრებია, თითქოს სახლი უკვე ჩემი კომფორტია.

გამიგია (შეიძლება საკუთარ ინტერპრეტაციასაც ვაძლევ) ნორვეგიის მთავრობას/სამეფოს აქვს სპეციალური ფონდი, სადაც ინახავს თანხას – მილიარდობით დოლარს შემოსული ნავთობის ვაჭრობიდან. მთავარი დანიშნულება და მიზანი ამ ფონდის ზუსტად არავინ არ იცის. ზოგადად ის კი განკუთვნილია ფულის იმ სფეროში დაბანდებაზე, რომელშიც კაცობრიობა უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან გარღვევას გააკეთებს. ამ სფეროში მოწინავე ვინ იქნება? ვინც მალევე აითვისებს მას, ათვისებს კი დღეს დიდი თანხები სჭირდება.

ადამიანებს ერთმანეთის გაგება ძალიან გვიჭირს. ამ წიგნმა კი ერთ რამეს უთუოდ მიმახვედრა, უფრო სწორად ხელახლა დამარწმუნა. რთულია გადმოცემა საკუთარი შეგრძნებების, მაგრამ არსებობს გზები რაც ამ გზას გვიიოლებს. ეს გზა ეს წიგნიცაა. დიახ, მწერალი თითქოს გადმოსცემს იმას რაც აკლია – ადამიანურ სითბოსა და ურთიერთ გაგებას.

სურვილი ეს არის ის რაც გვამოძრავებს. სურვილი აღმოჩენის და შემეცნების, სურვილი ვიცხოვროთ უსასრულოდ და ჯანმრთელად. ეს არის ის რაც გვიბიძგებს წინ და წინ ვიაროთ.

მართალი გითხრათ ამ წიგნს ერთ დღეში ვამთავრებდი, მაგრამ სადღაც 270 გვერდზე შევჩერდი. მინდოდა უფრო კარგად მეფიქრა და მესიამოვნა იმით რაც წავიკითხე. თავისთავად ცდუნებას ვეღარ გავუძელი და მეორე დღეს წიგნი დილით დავამთავრე.

და ბოლოს ციტატა წიგნიდან (ყველაზე მეტად რაც მომეწონა):

– „თქვენ, ადამიანები, მარტოსულების ერთ დიდ კრებულს წარმოადგენთ. არც ერთი თქვენგანი, სინამდვილეში, თანამოძმეს არ იცნობს. არ იცნობთ, რადგან ამისთვის აუცილებელი ურთიერთგაგება გაკლიათ. თქვენ, ცხადია, იცით მეგობრობა, მაგრამ ის ყოველთვის ემოციებს ემყარება, ნამდვილ გაგებას კი არა. კი, თქვენ შეგიძლიათ თანამშრომლობა, მაგრამ შემწყნარებლობის ხარჯზე, გაგების ხარჯზე კი არა. თქვენ შეგიძლიათ ერთობლივად მოაგვაროთ პრობლემები, მიაღწიოთ შეთანხმებას, მაგრამ ამ დროს უფრო ძლიერი ნებისყოფის მქონე ყოველთვის თრგუნავს და იმორჩილებს უფრო სუსტს“.

02.10.2017
რატი ბახტაძე

 სერია „პორტალის“ სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s