ისინი თუ ჩვენ?  – „ჭიანჭველები“  – ბერნარ ვერბერი

ბერნარდ ვერბერი - ჭიანჭველები.jpgხშირად ვიძახით რომ დედამიწაზე გონიერი არსებები მხოლოდ ადამიანები ვართ. მე კი გეტყვით – მეცნიერებაში წინსვლა არ ნიშნავს რომ მხოლოდ ჩვენ ვართ გონიერები. თუ სხვა დედამიწის მკვიდრებს ვუსპობთ განვითარების საშუალება განა უფრო უგუნურები არ გამოვდივართ?

ჭიანჭველების ტრილოგია ფანტასტიკური ბიბლიოთეკის სერიით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

ბერნარდ ვერბერი - ჭიანჭველები fბერნარ ვერბერი / Bernar Werber (დაიბადა 1961 წელს) გამოჩენილი თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალია. მას ცნობადობა  ჭიანჭველების ტრილოგიამ მოუტანა. ტრილოგიის პირველი წიგნი:  „ჭიანჭველები“, მეორე წიგნი:  „ჭიანჭველების დღე“, ხოლო მესამე წიგნი ორ ნაწილად „ჭიანჭველების რევოლუცია“.  ტრილოგიის წერა ვერბერმა 1979 წელს დაიწყო და 1982 წლამდე 18-ჯერ გადაწერა საბოლოო სახის მისაღებად. საბოლოოდ წიგნის პირველი ნაწილი 1991 წელს გამოქვეყნდა.

თხრობა ჭიანჭველების შესახებ და მათ ყოფიერებაზე ისე მიდის გეგონება უბრალო ამბავია და აქვე ყურის ძირას მიმდინარეობს, ხოლო ფაქტებს აღიქვავ როგორც რეალურს.

ყველაფერთან ერთად ეს წიგნი ენციკლოპედიაა მწერებზე (და არა მარტო). რამდენჯერ ჩაგირგავთ თავი და დაჰკვირვებიხარ მცოცავ თუ მფრინავ მწერებს. რამდენჯერ გიფიქრიათ.. კი მაგრამ ეს როგორ შეუძლიათ? ასეთი პატარები და ასეთი გონიერები. თითქმის წარმოუდგენელია. დიახ, ხშირად ისინი ჩვენი ბავშვობის გასართობია, მაგრამ ამ ტრილოგიის წაკითხვის შემდგომ სანამ მწერს გაჭყლიტავთ სხვანაირად დაფიქრდებით ღირს თუ არა ეს ამად.

ზემო თქმულს დაუმატეთ თავსატეხებით და გამოცანებით სავსე თხრობა, რაც გაიძულებს მეტი იკითხო და მიხვიდე პასუხამდე. რა თქმა უნდა ეს ხერხი შესანიშნავია ზარმაცი მკითხველის მოსაზიდად, ხოლო უბრალოდ მკითხველის დასაინტრიგებლად.

მწერების ბრძოლა ძალიან კარგადაა აღწერილი. გგონია ამ ფატალურ ორთაბრძოლებში შენც ხარ ჩართული. თითქოს წარმოუდგენლად გეჩვენება ამის აღწერა, მაგრამ ეს ტრილოგია ამის საპირისპიროს ამტკიცებს.

რევოლუციები ძალაუფლების ერთერთი გამოხატულებაა. ძალაუფლების ხალხისა, რომელთაც მუდამ უნდა ეკავოთ სადავეები, რათა შებმულმა ცხენებმა თავის ნებაზე არ არბენინოს და ხრამში არ გადაჩეხოს.

ადამიანები ძალიან ბევრს ვსწავლობთ ცხოველებისაგან. მათ „შემოქმედებას“ პირველ რიგში სამედიცინო დანიშნულებით ვიყენებთ. მათ შესაძლებლობებს ვაკვირდებით და გაოგნებულები ვართ როგორ მოახერხეს მათ ეს. იგივე შეიძლება ითქვას მწერებზე, რომელთაგანაც ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი.

 

30.10.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ


 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s