11 რჩევა წარმატებისთვის – „იმოქმედე“ – შერილ სენდბერგი

შერილ სენდბერგი - იმოქმედე wჩემთვის საღი აზრი და ახალი მიდგომები გონების საკვებია. ფიქრი საინტერესო მაშინაა, როდესაც გონება რაიმე ახალს ითვისებს, იაზრებს და გადახარშავს. ამ დროს საკუთარ თავში მრავალ პარალელებს ავლებ. იხსენებ წარსულს და ამავდროულად გეგმავ მომავალში სავარაუდო გამოყენების ეფექტს. იცი, რომ ცოტა მაინც შეიცვლები და სხვანაირად იმოქმედებ – სხვა კუთხით შეხედავ.

შერილ სენდბერგის წიგნი „იმოქმედე, ქალები შრომა და ლიდერობის სურვილი“ ა/ო “რადარამის” მიერ. „რადარამი” ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და ა.შ. თითოეული მათგანი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

შერილ სენდბერგი - იმოქმედეშერილს სენდბერგი / Sheryl Sandberg (დაიბადა 1969 წელს) – „ფეისბუქის“ ოპერაციების მთავარი ხელმძღვანელი – თანამედროვე ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელი ლიდერია. წიგნში „იმოქმედე“ ის მოუწოდებს ქალებს, რისკზე წავიდნენ და ახალი გამოწვევებისკენ ისწრაფონ, იპოვონ საქმე, რომელიც უყვართ და მთელი ცხოვრების მანძილზე გატაცებით იყვნენ მასში ჩართული.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„„იმოქმედე“ – შერილ სენდბერგის პროვოკაციული, შთამაგონებელი წიგნი ქალებისა და ძალაუფლების შესახებ – სათავეს იღებს „TED”-ში 2010 წელს წარმოთქმული, მუხტით სავსე სიტყვისგან, რომელშიც მან შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ქალების მიერ მნიშვნელოვანი თანამდებობების დაკავების კუთხით პროგრესი შეფერხებულია. ეს გამოსვლა სენსაციად იქცა და მას შემდეგ ის ექვს მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა. „იმოქმედეში“ იგი ერთმანეთს უთავსებს იუმორით სავსე პირად ამბებს, ცალკეულ გაკვეთილებს თავდაჯერებულობასა და ლიდერობაზე და პრაქტიკულ რჩევებს ქალებისთვის, რომლებიც კვლევებს, სტატისტიკურ მონაცემებს, მის საკუთარ და ყველა ასაკის სხვა ქალების გამოცდილებას ეფუძნება.

ბოლო ხუთი წელია ოფისში შერილის გვერდით ვზივარ და მისგან ყოველ დღე ვსწავლობ. თავისი უსაზღვრო ინტელექტის წყალობით შერილს შეუძლია ეფექტურად და სწრაფად ამოხსნას კომპლექსური ამოცანები და გადაჭრას რთული პრობლემები. „იმოქმედეში“ ყველაზე კარგად ჩანს მისი უნარი: თითოეულ ადამიანში დაინახოს ძლიერი მხარე და საუკეთესო შედეგი მიიღოს. ამ წიგნის ავტორი გონებამახვილიცაა, გულწრფელიც და იუმორით სავსეც. მისი სიტყვები ნებისმიერ მკითხველს დაეხმარება – განსაკუთრებით კი მამაკაცებს – იმაში, რომ უკეთესი და უფრო ეფექტური ლიდერები გახდნენ – მარკ ცუკერბერგი, „ფეისბუქის“ დამფუძნებელი“.“

ეს არის წიგნი, რჩევებისთვის. წიგნი, რომელმაც შესაძლოა ცხოვრებაში ის გზა გაგიკვალოთ, რომელზედაც საერთოდ არ გიფიქრიათ. წიგნი, რომელმაც შესაძლოა საერთოდ შეცვალოს თქვენი წარმოდგენა არსებულ რეალობაზე, რეალობაზე, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით და აღვიქვამთ მას ისე, როგორც არის, არადა ყველაფერი სულ სხვანაირად შესაძლებელია იყოს.

თხრობას საინტერესოს ხდით პარალელების გავლება ამა თუ იმ მოვლენების მიმართ. ამასთანავე სხვადასხვა ნამდვილი ამბების გადმოცემა, რაც თქვენ თავს თუ არა ახლობელ ადამიანებს გაგახსენებთ.

განსხვავებით სხვა წიგნების მიმოხილვისა გადავწყვიტე წიგნი არა მარტო უბრალოდ მიმოხილვა არამედ გარკვეული წიგნიდან შინაარსის მომცველი იყოს. შინაარსის, რომელიც გამოყოფს იმ ძირითად რჩევებს, რომლებიც საჭიროა ცხოვრების მეგზურად გავიხადოთ.

[ქვემოთ მოცემული რჩევები უმეტეს შემთხვევაში ციტირებულია, ზოგან კი ჩემი აზრებია დამატებული].

  1. იყავი ამბიციური! (როგორ მოიქცეოდი, შიშის განცდა რომ არ გქონდეს?)

დღეს როდესაც ქალზე იძახიან ამბიციური არის, ამას უარყოფითად ქვეტექსტი აქვს (ცუდი სიტყვაა). უკუ აგდეთ ეს აზრი და იყავით ამბიციური, დაისახეთ მიზანი, რომ გინდა გახდეთ ლიდერი. მთავარია ჯერ შინაგანად იყოთ ლიდერი და არ მოუსმინოთ მათ ვინც გეუბნებათ, რომ ქალის საქმე არ არის ხელმძღვანელობა. ეს არ შეეხება მხოლოდ სამსახურსა და კარიერას, იყავით ლიდერი სკოლაში, უნივერსიტეტში, ბანაკებში და  სხვა ადგილებში.

  1. იყავი საკუთარ თავში დარწმუნებული! (დაიკავე ადგილი მაგიდასთან)

იყავით საკუთარ თავში დარწმუნებულები. რამდენ თქვენგანი ყოფილა გამოცდის შემდგომ გამოსული და დამწუხრებული 70 ქულას თუ მივიღებ (100დან) რა კარგი იქნება. არადა ამ დროს მაღალ ქულებს იღებენ. ისე ეს უნივერსიტეტში ყოველთვის მაღიზიანებდა, განსაკუთრებით გოგოების მხრიდან, გამოცდის შემდგომ ყოველთვის წუწუნებდნენ დაბალს ავიღებთო, არადა საბოლოო შედეგი სხვას ანახებდა. ყველაფრის მიზეზი კი, სწორედ სტერეოტიპია და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა.

მწერალი დასძენს რომ „თავდაჯერებულობა ან თავის ისე დაჭერა, ვითომ თავდაჯერებული ხარ, აუცილებელია იმისთვის, რომ შესაძლებლობები ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდეს. კლიშეა, მაგრამ შესაძლებლობებს იშვიათად გვთავაზობენ – ისინი თავად უნდა მოვიპოვოთ.“

  1. ნუ განარჩევ! (წარმატება და კეთილგანწყობა)

ეს ქალსაც შეხება და კაცსაც. თუ ქალი წარმატებულია მას არ მივიჩნევთ კარგ ადამიანად, დიახ არც კაცი და არც ქალი არ მიიჩნევს მას როგორც ადამიანს რომელმაც ბევრი იშრომა, რათა მიეღწია წარმატებისათვის. ამიტომ შემდგომში სანამ ვინმეს შეაფასებთ დაფიქრდით ადამიანმა რა გზა გაიზარა, რა კვალიფიკაცია აქვს, რა მოტივაცია და მხოლოდ ამის შემდგომ შეაფასეთ და არა ერთი შეხედვით.

  1. მიიღეთ გამოწვევები ! (ეს კიბე კი, „ჯანგლ ჯიმია“)

დაისახეთ ორი მიზანი: იქონიეთ გრძელვადიანი ოცნება და თვრამეტთვიანი გეგმა. სამსახურის ძიებაში არ ეძიოთ სტაბილურობა, არამედ წინ სწრაფი ზრდის პოტენციალი და კომპანიის მისია დააყენეთ.

კარიერულ კიბეზე კი არ უნდა ახვიდეთ, არამედ თუ საჭიროა განსხავებულ კიბეზე უნდა გადახტეთ თუნდაც ეს ნახტომი დაბალ საფეხურზე იყოს. აქ მთავარი შინაგანი რწმენა და იმის კეთებაა რაც რეალურად გიყვარს. აქვე დამსაქმებელსაც და სამსახურის მაძიებელსაც უნდა იცოდეს, რომ 100% კანდიდატურა არ არსებობს. ყველას  (თუ მოინდომებს) შეუძლია შეისწავლოს და აითვისოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები.

  1. გაეცი და დაიბრუნე (შენ ხარ ჩემი მრჩეველი?)

ამ რჩევის ჩამოყალიბება, თანაც მოკლედ, რომ დავფიქრდე გამიჭირდა, თუმცა მაინც მაქსიმალურად შევეცდები შევაჯამო. მთავარი აზრი იმაშია, რომ აუცილებელია ის რაც იცით გასცეთ სხვაზე და ეს გადაცემა არ განასხვავოთ სქესისა და ასაკის მიხედვით. და პირიქითაც თუ საჭიროა უნდა მიიღოთ რჩევები თვენი კოლეგებისა თუ უფროსებისაგან, ამაში არ უნდა დაინახოთ უბედურება ან/და პრობლემა. იყავით ზოგჯერ მენტორები ზოგჯერ კი მოსწავლეები.

  1. ხმა ამოიღე! (ეძიე შენი სიმართლე და ისაუბრე იმაზე, რაც სწორად მიგაჩნია)

დაიხსომეთ, მოსმენის უნარი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საუბრის. ლიდერმა უნდა მოუსმინოს თანამშრომლებს და პირიქით. ლიდერს არ უნდა მოსწონდეს როდესაც ბრმად მიჰყვებიან და არც თანამშრომლები უნდა მიყვებოდნენ ლიდერს გონება დახშულები.

რაც სათქმელია პირდაპირ თუ ვერ ახერხებთ თქმას შეგიძლიათ ხუმრობა ჩართოთ, რაც საშუალებას მოგცემთ საკითხთან დაკავშირებით უფრო გახსნილად ისაუბროთ.

  1. ყველაფერი შესაძლებელია! (მანამდე ნუ წახვალ, ვიდრე წასვლის დრო არ დადგება)

უკან დახევის დრო მხოლოდ მაშინ არის, როცა შესვენება გვჭირდება ან ბავშვი გვიჩნდება (ავტორი საუბრობს), და არა მანამდე, მით უმეტეს, რამდენიმე წლით ადრე. ბავშვების ყოლამდე მოსამზადებელი თვეები და წლები არა უკან დახევის, არამედ გადამწყვეტი მოქმედების დროა.

შესაბამისად, ორსულობა ან ბავშვს ყოლა არადა არ უნდა გახდეს თქვენი კარიერის შემაფერხებელი გარემოება. და პირიქითაც ის შეიძლება მოტივატორი გახადოთ.

  1. გაიზიარეთ პასუხისმგებლობები! (აქციე შენი პარტნიორი ნამდვილ პარტნიორად)

ერთი სიტყვით, წარმოდგენა, რომ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ქალია პასუხისმგებელი ბავშვის აღზრდაზე მცდარია. მამამ ისევე უნდა იზრუნოს შვილზე, როგორც ქალმა. არ იფიქროთ, რომ შვილის გაჩენა თქვენთვის წინააღმდეგობა იქნება კარიერაში. პირიქით, თუ საჭიროა, ამაზე ფართო უნდა ისაუბროთ, მათ შორის თქვენს უფროსთან.

ყველას, ვისაც სურს, მისი მეწყვილე ნამდვილი პარტნიორი იყოს, ისე უნდა მოექცეს, როგორც თანასწორ და თანაბარუნარიან პარტნიორს. ე.ი. თქვენს პარტნიორს (უმეტესად მამაკაცს) უნდა მისცეთ საშუალება ბავშვს მოუაროს. თუ თქვენ მას გულს გაუწყალებთ სიტყვებით: არასწორად აკეთებ! გაიწიე მიმიშვი! ამით მას მოტივაციას უკარგავთ და ამავდროულად ავტომატურად თქვენ თავზე იღებთ ბავშვის მოვლას.

პასუხისმგებლობის განაწილება არ ნიშნავს იმას, რომ პარტნიორს გარკვეული დავალებები განუსაზღვროთ ან დააკისროთ ან დაავალოთ. არამედ უბრალოდ ყოველი პარტნიორი კონკრეტული საქმისთვის უნდა იყოს პასუხისმგებელი.

კვლევები ამყარებს (იხ. წიგნში სქოლიო 158), რომ თანასწორობა პარტნიორებს უფრო ბედნიერებს ხდის. როცა ქმრები მეტ საშინაო საქმეს აკეთებენ, ცოლები ნაკლებად დათრგუნულები არიან. ოჯახური კონფლიქტების რაოდენობა იკლებს და კმაყოფილება იმატებს.

  1. ისწავლეთ დროის განაწილება! (მითი „ყველაფრის კეთების“ შესახებ)

პირადად მე ამ ჟამად საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ჩემი სამუშაო არა პროდუქტიულობით და შედეგით ფასდება არამედ სამსახურში დროის გარკვეული მონაკვეთით ყოფნით. ეს საშინელებაა. დღეს, როცა საქმის კეთება შინიდან გაუსვლელად შეიძლება საჯარო სამსახურს (არ მაქვს საუბარი როცა ყოველდღიურად უშუალოდ მოქალაქეებთან გიწევს შეხება) მოძველებულადაც კი ხდის. საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ თქვენი მუშაობა თქვენი პროდუქტიულობით უნდა შეფასდეს, ამასთანავე თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ არ არის აუცილებელი ყველაფერში იყოთ ჩართული და ყველაფერს თქვენ აკეთებდეთ. აუცილებელია იცოდეთ საქმის გადანაწილება. შესაბამისად, მეტი დრო დაგჩრებათ საკუთარი თავისთვის ან/და ოჯახისთვის.

  1. ისაუბრეთ რაც შეიძლება მეტი! (მოდი, დავიწყოთ ამაზე საუბარი)

ისაუბრეთ ხმამაღლა და წაახალისეთ სხვები, ისინიც ასევე მოიქცევიან. იდეები ჰპოვებს გასაქანს და პრობლემაზე არა მარტო თქვენ არამედ თქვენი მეგობარიც იფიქრებს. ძალა კი თავისთავად ერთობაშია. საუბარი ცვლის წარმოდგენებს, წარმოდგენებს ქცევის შეცვლა შეუძლია, ქცევის ცვლილებამ კი შესაძლოა ინტიტუტებიც კი გარდაქმნას.

  1. ნუ გააკრიტიკებ! (ერთად ვიშრომოთ თანასწორობისთვის)

ყოველმა ჩვენგანმა – ქალმაც და მამაკაცმაც – უნდა გაიგოს და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რწმენას სტერეოტიპები და მიკერძოებული წარმოდგენები ეღობება და სტატუს-კვოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. ჩვენ შორის განსხვავებების იგნორირების ნაცვლად, ისინი უნდა მივიღოთ და მათ საზღვრებს უნდა გავცდეთ.

ხშირია, როდესაც ქალები ერთმანეთს აკრიტიკებენ. აი ნახე ოჯახზე არ ფიქრობს, მთელი დღე მუშაობს და ა.შ. ან თუნდაც პირიქით, ხშირად გამიგია დაცინვით კაცზე, ნახე ოჯახის ბიჭია, ან ბავშვს უვლის. კრიტიკა როგორც ქალებისგან მამაკაცებისგანაც მოდის. ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას.

და ბოლოს მარადიული კითხვა ვინ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი, პასუხს ავტორის სიტყვებში ვპოულობთ:

„ეს წიგნი, მას იმ ქალისთვის ვწერ, რომელსაც თავისი სფეროს მწევერვალზე მოხვედრის შანსის გაზრდა სურს, ან რაიმე მიზნისკენ ჯიუტად სწრაფვა აქვს განზრახული. ამ წიგნს იმ მამაკაცისთვისაც ვწერ, რომელსაც უნდა გაიგოს, რა სირთულეების წინაშე დგას ქალი – კოლეგა, ცოლი, დედა, ქალიშვილი – და თანასწორი მსოფლიოს შენებაში თავისი წვლილი შეიტანოს.“

და ესეც TED-ის ვიდეო გამოსვლა:

17.11.2017
რატი ბახტაძე

„რადარამის“ სხვა წიგნები/მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ


 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s