ცრუ რწმენა – “გრაფ ნევილის დანაშაული” – ამელი ნოტომი

ამელი ნოტომი - გრაფ ნევილის დანაშაულიმამა შვილის ურთიერთობა ყველა ოჯახში განსხვავებულია. ზოგჯერ ცივია, ზოგჯერ კი თბილი, ხანდახან სადღაც შუაში. თუმცა ასაკში და თაობებს შორის სხვაობა მაინც თავისას შვება. რთულია ერთმანეთის გაგება, ან უგებ და ვერ საუბრობ, ან ვერ უგებ და მაინც ჩუმად ხარ მანდ რაიმე საწყენი არ წამოვროშოო.

ამელი ნოტომი - მკვლელის ჰიგიენა'ამელი ნოტომის „გრაფ ნევილის დანაშაული“ ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

ამელი ნოტომი / Amélie Nothomb (დაიბადა 1966 წელს) თანამედროვე ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალია.  ამელი ნოტომი ცნობილია თავისი ექსტრავაგანტულობით, რომელიც მის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. 1984 წელს 17 წლის ამელი პირველად ჩადის თავის სამშობლოში, ბელგიაში და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში რომანული ფილოლოგიის შესწავლას იწყებს. თუმცა სასწავლებელში, სადაც ძირითადად სოციალისტები და ლიბერალები სწავლობენ, ბარონის ქალიშვილს უჭირს მეგობრების შეძენა. დიპლომის აღების შემდეგ ამელი ტოკიოში ბრუნდება და მუშაობას იწყებს თარჯიმნად ერთ-ერთ დიდ იაპონურ საწარმოში. ამ პერიოდს აღწერს იგი მოგვიანებით თავის რომანში კრძალვითა და ცახცახით. ამის შემდეგ მწერალი ბელგიაში ბრუნდება და 1992 წელს აქვეყნებს თავის პირველ რომანს, მკვლელის ჰიგიენას. აქედან იწყება ნოტომის წარმატებული ლიტერატურული კარიერა. როგორც თავად ამბობს, იგი დღეში 4 საათს უთმობს წერას და წელიწადში 3 რომანს წერს, თუმცა აქედან მხოლოდ ერთს აქვეყნებს, რადგან დანარჩენები ზედმეტად პირადულია. იხილეთ მასთან ინტერვიუ აქ:  ბმული.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„„გრაფ ნევილის დანაშაული“ ამელი ნოტომის ახალი რომანია. ბელგიელი თავადების ოჯახი ფინანსური სიძნელეების წინაშე დგას; ამის გამო საგვარეულო კოშკის გაყიდვას აპირებენ. გრაფი ნევილი მთელი მონდომებით ემზადება უკანასკნელი წვეულებისთვის, რომელიც მის მამულში უნდა გაიმართოს. ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი – გრაფ ნევილს უწინასწარმეტყველეს, რომ საკუთარ წვეულებაზე ერთ-ერთ სტუმარს მოკლავს…

რომანში ამელი ნოტომი კიდევ ერთხელ უბრუნდება დანაშაულის ანატომიას და ცდილობს, სხვა კუთხით დაანახვოს მკითხველს მორალის საყოველთაო პრინციპები, შავისა და თეთრის, კეთილისა და ბოროტის ტრადიციული გაგება.“

ნოტომს საოცრად განსხვავებული თხრობა აქვს (მადლობა მთარგმნელსაც). მისი ნაამბობი გითრევს და მანამდე არ წყვეტ კითხვას სანამ არ მიიღებ იმას რაც ასე გაინტერესებს –  ეს კი დასასრულია. აქვე გირჩევდით ამავე მწერლის „მკვლელის ჰიგიენის“ წაკითხვას.

სტუმრისთვის თავის მოსაწონად ან თუნდაც სხვისთვის, ბოლო სახსრების გაღება და შემდგომ უჭმელად დარჩენა, შენ ოჯახთან ერთად, უგუნურების მწვერვალია. მესმის ბევრისთვის მისი სახელი კარგი მასპინძლობიდან მოდის, თუმცა როცა არ გაბადია არ უნდა მოირთო თავი ოქროებით.

„გრაფ ნევილის დანაშაული“ საოცარი ისტორიაა. კითხულობ და ვერ ძღები. მწერალი თავს გახვევს ოჯახში განვითარებულ მოვლენებს და გითრევს მასში. კითხვისას შინაგანად გიჩნდება გრძნობა რომ არ გყოფნის  მეტის და მეტის წაკითხვა გსურს.

წიგნში განცდები იმდენადაა კარგად გადმოცემული, რომ როცა მთავარი გმირი ნერვიულობს თქვენც იგივე გემართებათ და პირიქით, როცა გულზე მოეშვება თქვენც ამოისუნთქავთ

20.11.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ


 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s